„დრაპეტომანია”


ინგლისურ ენაზეDrapetomania” – წარმოადგენდა ფსიქიატრიულ დიაგნოზს, რომელიც ხმარებაში თავდაპირველად შემოტანილ იქნა ამერიკელი ექიმისა და ლუიზაიანას შტატის სამედიცინო ასოციაციის წევრის – სემუელ კარტრაიტის მიერ 1851 წელს.იგი გამოხატავდა ერთგვარ მიდრეკილებას „შავკანიანი მონების” გაქცევისადმი თავიანთი ბატონებისაგან და შესაბამისად წარმოადგენდა სწრაფვას თავის დაღწევისა მონობისაგან. სემუელი „დრაპეტომანებად” მიიჩნევდა იმ ადამიანებს, რომელთაც აკვიატებული სწრაფვა გააჩნდათ თავისუფლების მოპოვებისა და მონობისაგან განთავისუფლების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის მათი ხედვით, ის მონა რომელიც ორჯერ ეცდებოდა გაქცევას – გიჟად (შეშლილად) მიიჩნევდნენ და სწორედ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე იქნა იგი მიჩნეული ფსიქიატრიულ დიაგნოზად. „დრაპეტომანია” ერთგვარი თვალნათელი მაგალითია – ფსევდომეცნიერული რასიზმისა. თავად ტერმინი „დრაპეტომანია” ბერძნული წარმომავლობისაა: „დრაპეტე” აღნიშნავს – „გაქცეულ (მონას)”, ხოლო – მანია – „შეშლილობას”. პირველად ასეთი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა გაზეთში, სახელწოდებით „New Orleans Medical and Surgical Journal”, სადაც ექიმი კარტრაიტი ირწმუნებოდა, რომ ტენდენცია მონების გაქცევისა თავიანთი ბატონებიდან, წარმოადგენდა ფსიქიკური აშლილობის დამადასტურებელ შედეგს. მისი განკურნების საუკეთესო და ეფექტურ სამკურნალო პროცედურად კი – გაშოლტვას, გამათრახებასა და გაწკეპლვას მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, იგი ფეხის თითების ამპუტაციასაც თვლიდა „დრაპეტომანების” ერთ-ერთ „სამკურნალო” საშუალებად. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სწორედ „დრაპეტომანია” იქცა ევროპულ ფსიქიატრიაში (კერძოდ პრუსიაში) მე-XIX საუკუნეში „გალური ფსიქოპათიის” დიაგნოზის შემომტანად.