“ეპისკოპოსი-ბიჭი”

“ეპისკოპოსი-ბიჭი” - ინგლისურ ენაზე “Boy Bisshop”.ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ იმ პატარა ასაკის მქონე ბიჭებს,რომელთაც როგორც წესი ირჩევდნენ ამა თუ იმ კათოლიკური ტაძრის მგალობელთა გუნდიდან და სიმბოლურად ხდებოდა იგი ეპისკოპოსი მცირე ხნის მანძილზე.აღნიშნული მეთოდი ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების ევროპაში.ბავშვს ირჩევდნენ,ყოველი წლის 6 დეკემბერს,წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს (წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი ბავშვების მფარველ წმინდანადაა მიჩნეული). (ავტორი გენია.ჯი) “ბიჭი ეპისკოპოსის” სიმბოლური ტიტული ძალაში იყო 28 დეკემბრამდე (დღე ახალი აღთქმის ისტორიიდან,ბავშვების გვემისა,რომელიც მათეს სახარებაშია გადმოცემული).ნამდვილი ეპისკოპოსი ამ დროს სიმბოლურად “გადადგებოდა ტახტიდან” და ბავშვი-ბიჭუნა იკავებდა მის ადგილს.არჩევის შემდგომ მას შემოსავდნენ ეპისკოპოსთა ლიტურგიული ტანისამოსით (მიტრასთან ერთად),აძლევდნენ ეპისკოპოსის კვერთხს და  სხვა ბავშვებთან ერთად,რომლებიც პრესვიტერებივით იყვნენ შემოსილნი მთელ ქალაქს შემოივლიდნენ და აკურთხევდნენ.

როგორც წესი ეპისკოპოსად არჩეული ბიჭუნა,სრული საეკლესიო წესების დაცვით სათავეში უდგა ყველა საეკლესიო ცერემონიალს საკათედრო ტაძრებში,მათ შორის აღასრულებდა ქრისტიანულ საიდუმლოებებსაც (ნათლობა და ასე შემდეგ).შემდგომ პერიოდებში,ამ მოვლენის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს სხვადასხვა საეკლესიო იერარქიებმა და ეს წესი შემორჩენილი იქნა მე-XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისში აღნიშნული წესი შეცვლილ იქნა,ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის ჰენრი VIII-ს მიერ 1542 წელს,თუმცა ათი წლის შემდეგ იგი კვლავ იქნა აღდგენილი,ტიუდორთა დინასტიის ინგლისისა და ირლანდიის დედოფალმა მერი I-მა,რომელსაც ისტორიაში “სისხლიანი მერის” სახელით მოიხსენიებდნენ.საბოლოოდ ინგლისში ეს წესი გაუქმებულ იქნა დედოფალ ელისაბედ I-ის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდხანს იგი შემორჩენილ იქნა გერმანიაში,სადაც მას “Gregoriusfest”-ს უწოდებდნენ.

ყველაზე ცნობილი მცდელობა ამ წესის აღდგენისა დაფიქსირდა ჰერეფორდის საკათედრო ტაძარში,სადაც 1973 წელს და 1982 წლებში,ადრინდელი წესით არჩეულ იქნა “ბიჭი-ეპისკოპოსი”.გარდა ამ საკათედრო ტაძრისა,დღემდე სხვადასხვა ქვეყნების კათოლიკურ ეკლესიებში კვლავ ფიქსირდება ასეთი ფაქტები,თუმცა არა მასიურად.