“ვახანა”
“ვახანა” - სანსკრიტული ენიდან ითარგმნება,როგორც “იმოგზაუროს რითიმე”.იგი წარმოადგენდა ინდური მითოლოგიის მიხედვით ობიექტს ან რაიმე არსებას,რომელთაც ღმერთები გამოიყენებდნენ გადასაადგილებელ საშუალებად (ძირითადად მაინც ცხოველებს).ასეთი გადასაადგილებელი საშუალება ინდური მითოლოგიის მიხედვით,ღმერთებისათვის შესაძლოა ყოფილიყო,როგორც რეალური,ასევე მითოლოგიური არსებები,ან კიდევ შერეული სახეობა ორივე ტიპისა. (ავტორი გენია.ჯი) “ვახანა” ხშირად გამოისახებოდა ღმერთებთან და თვთაებებთან ერთად და ერთგავრ სიმბოლოდაც იყო მიჩნეული იგი მათი გადაადგილებისა.ასეთი გადასაადგილებელი საშუალება ძირითადად იყო – ნანდის ხარი (ითარგმნება,როგორც ბედნიერი და იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული შივასთან).გარდა იმისა,მათ გადასაადგილებელ საშუალებად იყენებდნენ,ისინი ასევე ძალებს მატებდნენ თავიანთ მბრძანებლებს.მაგალითად “ვახანის” გარეშე,ინდური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება – დურგა,ვერ დაამარცხებდადემონ – მახიშასურას.დურგას “ვახანას” კი წარმოადგენდა ლომი სახელად – მანაშტხაპი. (ავტორი გენია.ჯი) ინდური რელიგიური ხედვების მიხედვით,ყოველმა ადამიანმა უნდა ეცადოს,რომ გახდეს,” ღმერთის ვახანა”,რადგან ეს მათთვის უდიდესი პატივი იქნებოდა.დღესდღეობით “ვახანას” ქანდაკებები მრვალადაა წარმოგენილი ინდუისტრურ ტაძრებთან სიახლოვეს და ისინი ეკუთვნიან იმ ღმერთებს,რომლების სახელზეც არის აგებული ესა თუ ის ტაძარი.