“ბრაზილიის საიმპერატორო გვირგვინი”
“ბრაზილიის საიმპერატორო გვირგვინი” - წარმოადგენდა ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოს ბრაზილიის იმპერიისა (დაარსებულ იქნა 1822 წელს და იარსება 1889 წლამდე,ბრაზილიის რესპუბლიკად გამოცხადებამდე),ამ ქვეყნის ეროვნულ დროშასა და გერბთან ერთად.აღნიშნულ საიმპერატორო გვირგვინს,ასევე მოიხსენიებდნენ მეორე სახელწოდებითაც – “დონ პედრუ II-ის გვირგვინი”,რადგან სწორედ ბრაზილიის რიგით მეორე და ამასთანავე უკანასკნელმა იმპერატორმა – პედრუ II (1825-1891 წლები),შეცვალა იმპერიის პირველი იმპერატორის – პედრუ I-ის საიმპერატორო გვირგვინი,რომელიც დამზადებულ იქნა 1822 წელს,მას შემდეგ რაც ბრაზილიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) პედრუ II-ის ბრძანების საფუძველზე,მისი დამზადება დაავალეს დიდ ბრაზილიელ იუველირს რიო-დე-ჟანეიროდან კარლუშ მარტინს.იგი დამზადებულ იქან 18 კარატიანი ოქროთი და შეიცავდა 596 ძვირფას ქვას,მათ შორის ბრილიანტებსა და 80 ერთეულ,8 მილიმეტრის მქონე მარგალიტს.საიმპერატორო გვირგვინზე გაკეთებულია 8 ღია თაღი,რომლის შემაერთებელ ცენტრში გაკეთებულ იქნა სფერო ზე აღმართული ჯვრით (სიმბოლო სახელმწიფოებრიობისა).თავად გვირგვინის შიგნით ჩაქსოვილია მწვანე ფერის ხავერდის ქუდი.საერთო წონა ბრაზილიის საიმპერატორო გვირგვინისა,შეადგენს 2,77 კილოგრამს,დიამეტრი 205 მილიმეტრია,ხოლო სიმაღლის 31 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით ბრაზილიის საომპერატორო გვირგვინი,როგორც უძვირფასესი სიმბოლო დამოუკიდებელი ბრაზილიისა,1943 წლის შემდეგ დაცულია რიო-დე-ჟანეიროს შტატის,პეტროპოლისის მუნიციპალიტეტის ეროვნულ მუზეუმში,სხვა საიმპერატორო რეგალიებთან ერთად.