“თეოფრასტე პარაცელსუსის დამოკიდებულება კოლეგებისადმი”
თეოფრასტე პარაცელსუსი (1493-1541 წლები) – წარმოადგენდა აღორძინების ეპოქის ცნობილ შვეიცარელ ალქიმიკოს,ექიმს,ოკულტისტსა და მაგს,რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – ფილიპ აურეოლ თეოფრასტე ბომბასტ ფონ ჰოენჰაიმი.იგი როგორც ცნობილია დიდი “პატივმოყვარეობით” და “ამპარტავნობით” გამორჩეული პიროვნება და მეცნიერი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ თავს საუკეთესო ექიმად მიიჩნევდა,რის გამოც თავის თავს,თავად უწოდა “პარაცელსი”,რაც “ცელსიუსის თანასწორს” აღნიშნავს.აღნიშნული სახელი კი მან უდიდესი რომაელი ფილოსოფოსისა და ექიმის – ავლიუს კორნელიუს ცელსიუსის (ძვ.წ.აღ-ით 25 – ახ.წ.აღ-ით 50 წლები),საპატივცემულოდ დაირქვა და ერთადერთს მას მოიხსენიებდა,როგორც თანასწორს სამედიცინო მეცნიერებაში.სხვა გენიალური მედიკოსებისა და კოლეგების მიმართ კი უდიდეს წყრომას გამოხატავდა. (ავტორი გენია.ჯი) მათ იგი ფაქტიურად არც კი სცნობდა,როგორც მედიკოსებს.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია ის მოვლენა,როდესაც თეოფრასტემ ფეხით გათელა უდიდესი (გენიალური) მეცნიერების – ჰიპოკრატესა და ავიცენას ნაშრომები.აღსანიშნავია ისიც,რომ ამ მოვლენისას შემორჩა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები,რომელიც ასე ჟღერს: