მორის ფოცხიშვილი – “მეზობლის გოგო”

მეზობლის გოგომ ტანი აიყარა,

მოკლედ შეიკრიჭა თმა,

მერე ვიღაც ბიჭმა სადღაც წაიყვანა,

მერე მიითვისა მთლად…

***

მეზობლის გოგომ ტანი აიყარა,

მოკლედ შეიკრიჭა თმა…

და რომ ვიღაც ბიჭმა სადღაც წაიყვანა

და რომ… მიითვისა მთლად…

***

როგორც კარგ მეზობლებს უნდა გვიხაროდეს,

მაყრულს ვყიჟინობდეთ გზად,

მაგრამ,ეს ოხერი,კარგი გოგოები,

გულს არ ემეტება მთლად.