რამაზ გიგაური – “მე და სიკვდილი ვსაუბრობთ”
მე და სიკვდილი ვსაუბრობთ -
დაგგვგროვებია სათქმელი,
ერთი ხელადა ღვინო გვაქვს,
ერთი გვინთია სანთელი.
***
ორთავეს ერთი პური გვაქვს,
თეფშიც ერთი გვაქვს ზიარად,
ღვინოს ხან მე ვსვამ,ხან კი ის,
რადგან ერთი გვაქვს ფიალა…
***
რა კარგი სტუმარ მამსვლია -
გულმა რა გაიმზიანა!