ფრედერიკ ვალენტიჩის “გაუჩინარება”
“ფრედერიკ ვალენტიჩის გაუჩინარება” - ინგლისურ ენაზე “The Valentich disappearance”.ამ სახელით მოიხსენიებენ მეტად უცნაურ მოვლენას,რომელიც დაფიქსირდა 1978 წლის 21 ოქტომბერს.კერძოდ,იგი ეხება 20 წლის ავსტრალიელი პილოტის – ფრედერიკ ვალენტიჩისა და მისი თვითმფრინავის “Cessna 182L-ის გაუჩინარებას,კონტინენტურ ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიას შორის მდებარე ბასის სრუტეზე (იგი ერთმანეთთან აერთებს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს) გადაფრენის დროს.ცნობისათვის ბაბისი სრუტის სიგრძე შეადგენს 130 კილომეტრს,მინიმალური სიგანე 130 კილომეტრია,ხოლო წყლის საშუალო სიღრმე 50 მეტრია. (ავტორი გენია.ჯი) ფრედერიკი თავისი თვისთმფრინავით აფრინდა მელბურნში მდებარე მურაბინის აეროპორტიდან და უნდა ჩაფრენილიყო კინგის კუნძულებზე.სულ მარშრუტის სიგრძე შეადგენდა 235 კილომეტრს.აფრენისას,ამინდი შესანიშნავი იყო.ფრენის პროცესში პილოტი არაერთხელ დაუკავშირდა საჰაერო მართვის ცენტრს მელბურნში და ინფორმაცია მიაწოდა უჩვეულო საჰაერო ხომალდის შესახებ,რომელიც მის თავზე დაფრინავდა.კერძოდ მან სიტყვა-სიტყვით გადასცა შემდეგი სიტყვები: