“სოჰეი”
“სოჰეი” - ინგლისურ ენაზე “Sohei”,იაპონური ენიდან სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ბერ-ჯარისკაცს”.ისინი წარმოადგენდნენ ბუდისტ ბერ-მეომრებს ფეოდალური ხანის იაპონიაში.ამომავალი მზის ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში,ისინი ფლობდნენ დიდ ძალაუფლებასა და გავლენას,რითაც არაერთხელ გაუხდიათ იძულებული იაპონიის საიმპერატორო კარი მათთან ეთანამშრომლათ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად ისინი დიდ როლს თამაშობდნენ ფეოდალური ხანის იაპონიის ისტორიაში.”სოჰეიები” – ძალიან ჩამოჰგავდნენ მთიელ იაპონელ ასკეტებს – “იამაბუსებს” (მთაში განდეგილები ძველ იაპონიაში),თუმცა მათგან განსხვავებით “სოჰეი” გახლდათ საკმაოდ კარგად ორგანიზებული დიდი ჯარის ნაწილი,ან დანაყოფი და საკმაოდ კარგ მებრძოლებსაც წარმოადგენდნენ.მათ ყველაზე ცნობილ მონასტერს,რომელიც იყო ცენტრი “სოჰეიებისა” წარმოადგენდა,ხიეის მთაზე მდებარე მონასტერი – ენრიაკუ-ძი,რომელიც იაპონიის ქალაქ კიოტოს სიახლოვეს მდებარეობდა.მათი სტრუქტურა,ძალიან ჩამოგავდა ცნობილ გერმანულ ბერ-მეომართა – “ტევტონთა ორდენს’” და სხვა მათდაგვარ რელიგიურ ორდენებს. (ავტორი გენია.ჯი) იგი წარმოადგენდა ერთგვარ “საძმოს მებრძოლებისას”,რომელმაც ფუნქციონირება იაპონიაში,ფეოდალური წყობის დასრულების შემდგომ შეწყვიტა.