რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “ებრაელი საცოლე”
“ებრაელი საცოლე” - ინგლისურ ენაზე “The Jewish Bride”,წარმოადგენს ბაროკოს ეპოქის,ერთ-ერთი გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და გრავიორის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები),მიერ 1665 წელს შესრულებული ბრწყინვალე,საიდუმლოებებით მოცული და ერთ-ერთი უკანასკნელი შედევრი.აღნიშნულ ტილოს სახელწოდება,ცნობილმა ნიდერლანდელმა კოლექციონერმა – ვან დერ ნოორმა შეურჩია. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს,იგი შეცდომოთ ფიქრობდა,რომ სურათზე გამოსახული ეპიზოდი ასახავდა ებრაელი მამის საჩუქარს (ყელსაბამს),ქალიშვილისადმი ქორწინების წინ.ექსპერტები მიიჩნევენ,რომ ეს გახლავთ შეკვეთილი პორტრეტი,თუმცა სურათზე გამოსახული პერსონაჟები შემოსილნი არიან,იმ ეპოქისაგან განსხვავებით,ძველი ტანისამოსის (ბიბლიური) ფორმებით.ამის გამო სურათს,რომელიც დახატულია ტილოზე ზეთით და მისი ზომებია,სიმაღლით 121,5 სანტიმეტრი და სიგანით 166,5 სანტიმეტრით,მოიხსენიებდნენ,სხვადასხვა სახელებით,მაგალითად როგორც “აბრაამი და სარა”,”იაკობი და რაჰილი” და სხვა სახელებით.აღსანიშნავია,რომ ყველაზე მისაღებ ვერსიად,მასზე გამოსახული პერსონაჟებისდა მიხედვით,ტილოს სახელწოდება გახლდათ “ისააკი და რებეკა” (ბიბლიური პერსონაჟები).ამ ჰიპოთეზას ამყარებს,თავად რემბრანდტის მიერ მანამდე (1662 წელს) შექმნილი ტილოს კომპოზიცია (სახელწოდებით – ისააკი და რებეკა”),რომელიც დღევანდელ დღეს ნიუ-იორკში,კერძო კოლექციაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი) სურათის რენტგერნოგრამამ დაამტკიცა,რომ სურათეზე დახატვის დროს სხვა დეტალებიც იყო გამოსახული,მათ შორის მანდილოსნის ხელში კალათა ყვავილებით,რომელიც დრეს აღარ ჩანს.მიუხედავად მრავალი სახელწოდებისა,აღნიშნული გენიალური ტილო რემბრანდტისა წოდებულია,როგორც “ებრაელი საცოლე”,რომელიც მის ერთ-ერთ საიდუმლოებებით მოცულ და უკანასკნელი შედევრს წარმოადგენს.