“კავლის პრემია”

“კავლის პრემია” - ინგლისურ ენაზე  - ”Kavli Prize”,წარმოადგენს პოპულარულ სამეცნიერო პრემიას,დაფუძნებულს დიდი ნორვეგიული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ფილანტროპის,მეცენატისა და მულტიმილიონერის - ფრედ კავლის,მიერ 2007 წელს.იგი გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ.მისი გაცემა კი დაიწყო 2006 წელს.აღნიშნული პრემია გადაეცემათ იმ მეცნიერებს – ასტროფიზიკაში,ნანოტექნოლიგიასა და ნევროლოგიაში,რომლებიც უდიდეს წარმატებებს და აღმოჩენებს გააკეთებენ ზემოთ აღნიშნულ მეცნიერებებში.გარდა პრემიისა,გამარჯვებული ჯილდოდ იღებს 1 მილიონ ამერიკულ დოლარსაც “კავლის ფონდიდან”. (ავტორი გენია.ჯი) ფრედ კავლი პრემიის დაწესების შესახებ აცხადებდა: “მე გადავწყვიტე მხარი დავუჭირო მეცნიერების სამ განხრას: პირველი გახლავთ ყველაზე დიდი მეცნიერება (ასტროფიზიკა),მეორე გახლავთ ყველაზე პატარა მეცნიერება (ნანოტექნოლოგია),ხოლო მესამე გახლავთ ყველაზე რთული მეცნიერება (ნევროლოგია)”.პრემიის დამაარსებელი “კავლის პრემიას” – “ნობელის პრემიის” საპირწონედ მიიჩნევს და ცნობილია,რომ “ზედმეტად კონსერვატიზმისათვის” იგი ნობელის პრემიის ერთ-ერთი გამორჩეული კრიტიკოსიცაა.ამ უდიდესი მეცნიერული პრემიის თანადამფუძნებელი,გარდა კავლისა,გახლავთ ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემია და ამავე ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.”კავლის პრემიის” დაარსების დღიდან,აღნიშნული ჯილდო გადაცემულ იქნა ისეთ დიდ თანამედროვე მეცნიერებზე,როგორებიცაა: ნიდერლანდელი ასტროფიზიკოსი და ასტრონომი – მარტინ შმიდტი,დიდი ბრიტანელი ასტროფიზიკოსი – დონალდ ლინდსელ-ბელი,დიდი ამერიკელი ფიზიკოსი – მილდრედ დრესელჰაუზი და ხსვა მეცნიერები.”კავლის პრემია” კი პრესტიჟულობას და აღიარებას სამეცნიერო წრეებში ყოველწლიურად იმაღლებს და მისი მიღება საკმაოდ დიდ პრესტიჟადაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)