უილიამ ბიბის ბიოგრაფიიდან…
უილიამ ბიბი (1877-1962 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ამერიკელ მეცნიერ-ნატურალისტს,ზოოლოგს,მოგზაურსა და მეზღვაურს,რომელსაც ცხოვრების დევიზად არჩეული ჰქონდა ფრაზა,რომელიც ასე ჟღერს: “უმჯობესია იყო ნატურალისტი,ვიდრე მეფე”.ალბათ ამ დევიზიდან გამომდინარეც ცხადი ხდება მისი უზომო სიყვარული იმ მეცნიერებების მიმართ,რომლითაც ის მთელი ცხოვრება დაკავებული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მან მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტ ექსპედიციაში,მათ შორის სამხრეთ ამერიკაში,ჰიმალაიზე,სარგასოს ზღვაზე (რეგიონი ატლანტის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში,რომელიც შემოსაზღვრულია დინებებით),გალაპაგოსის კუნძულებზე,ბერმუდის კუნძულებზე და მსოფლიოს სხვა ადგილებზე.მოგზაურობის მიმართ მისი უდიდესი ინტერესი,ბავშვობის ასაკიდანვე,დიდი ინგლისელი მწერლისა და პოეტის – რადიარ კიპლინგის უკვდავმა ნაწარმოებმა “მაუგლიმ” აღუძრა.მოგვიანებით იგი არაერთხელ აღნიშნავდა რადიარდ კიპლინგის ნაწარმოებების დიდ როლს,თავისი შემდგომი ცხოვრების შექმნაში.კოლუმბიის უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ,იგი ხდება ერთ-ერთი საუკეთესო ზოოლოგი იმ პერიოდის ამერიკაში.1920-იან წლებში დაინტერესდა წყალქვეშა სამყაროს გამოკვლევებით და ბარტონთან ერთად შექმნა “ბატისკაფი”. (ავტორი გენია.ჯი) 1930 წელს მან აღნიშნული ბატისკაფით ბერმუდის რეგიონში 305 მეტრ სიღრმემდე ჩავიდა,რაც უნიკალური შემთხვევა გახლდათ იმ პერიოდისათვის.1934 წელს კი მან,იმ პერიოდისათვის მართლაც გამაოგნებელ სიღრმემდე 923 მეტრამდეჩავიდა,რაც პირველი შედეგი გახლდათ ასეთი დიდი სიღმის “დალაშქვრისა” ადამიანის მიერ.მასვე კუთვნის ნაშრომები,სახელწოდებებით: “ტროპიკული ზღვების სიღრმეებში”,”ჩემი ექსპედიცია” და სხვა წიგნები.უილიამ ბიბი გარდაიცვალა 1962 წელს,თუმცა მან უზარმაზარი წვლილი დაიდო მეცნიერებაში,რითიც საბოლოოდ უკვდავყო თავისი სახელი.