ჰეროდოტე – “სკვითების შესახებ წერდა”

“სკვითები” - წარმოადგენდნენ ძველირანულ ტომებს,რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში.ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსი და “ისტორიის მამად” წოდებული - ჰეროდოტე (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები),გახლდათ პირველი მეცნიერი,რომელმაც სკვითების ქვეყანაში იმოგზაურა და მათ შესახებ ყველაზე სანდო ცნობებიც დაგვიტოვა.ჰეროდოტე სკვითების შესახებ წერდა (ნაწყვეტი):

“როდესაც სკვითები პირველად მოკლავენ მტერს,ისინი სვამენ მოკლულის სისხლს (ეს ერთგვარი ტრადიციაა მათთვის).ამის შემდგომ,მოკლული მტრის,მოჭრილი თავი,მიაქვთ მეფესთან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თუ კი სკვითმა მებრძოლებმა მოკლული მოწინააღმდეგის თავი არ მიიტანეს მეფესთან,ამ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ წილს მოპოვებული ალაფისაგან. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის შემდეგ,ისინი მოჭრილ თავს აცილებენ ტყავს,რომელსაც კარგად წმენდენ.სკვითები ტყავებს მანამ აგროვებენ,სანამ მათგან პირად პირსახოცებს არ დაიმზადებენ.დამზადების შემდგომ კი,სადაც არ უნდა წავიდნენ (მათ შორის ომშიც),ისინი მას თან სულ დაატარებენ. (ავტორი გენია.ჯი) ვისაც ყველაზე დიდი,ამ მეთოდით დამზადებული პირსახოცი აქვს,იგი შესაბამისად გამორჩეული და მამაცი მებრძოლიცაა.გარდა პირსახოცებისა,ისინი მტრების თავებიდან,აცლილი სკალპებით ამზადებენ ლაბადებსა და მშვილდისრებისათვის კარპაჭებს.ყველაზე “დიდი მტრების” თავის ქალებისაგან კი ამზადებენ ფიალებს.მდიდარი სკვითები მათ ხშირად ოქროთიც ავარაყებენ.სკვითების მიწაზე მრავლად ხარობს მარიხუანა.იქ გვხვდება,როგორც სპეციალურად მოყვანილი,ასევე ველული მარიხუანის პლანტაციები.მათ მარიხუანა მიაქვთ თავიანთ თექით დამზადებულ იურტებში და აწყობენ ცეცხლისაგან გავარვარებულ ქვებზე. (ავტორი გენია.ჯი) მისგან კი ისეთი ორთქლი და კვამლი დგება,რომ ვერანაირ ბერძნულ აბანოს მას ვერ შევადარებთ.აღნიშნული ორთქლი ერთგვარი აბანოს როლს თამაშობს მათთვის,რადგან ისინი წყლით თითქმის არასდროს იბანენ.ამის გამო თითქმის ყველა სკვითი ნარკომანი და ლოთია”.