“მეგობართა საზოგადოება” – (ფილიკი ეტერია)
“მეგობართა საზოგადოება” - ბერძნულ ენაზე “ფილიკი ეტერია”,წარმოადგენდა ბერძენთა საიდუმლო ორგანიზაციას,რომელიც არსებობდა XIX საუკუნის დასაწყისში.აღნიშნული ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი გახლდათ,შეექმნათ თავისუფალი,დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფო.
ამ იდეას კი ისინი “დიად იდეას” უწოდებდნენ.ორგანიზაციის წევრები გახლდნენ,ძირითადად ახალგაზრდა ბერძნები (მაცხოვრებელი ოსმალეთის იმპერიაში) და ბერძენი ვაჭრები,რომლებიც ძირითადად უკრაინასა და რუსეთში ცხოვრობდნენ.დამოუკიდებლობის იდეა ბერძნებში,უმთავრესი მოტივაცია გახლდათ ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და 1814 წლის 14 სექტემბერს,უკრაინის ქალაქ ოდესაში შედგა შეკრება,სადაც გადაწყდა პირობები მომზადებისა საბერძნეთის აჯანყებისათვის.”მეგობართა საზოგადოების” წევრები და დამფუძნებლები გახლდნენ ისეთი ცნობილი ბერძენი მამულიშვილები,როგორბიც იყვნენ – ნიკოლას სკუფასი,ემანუილ ქსანტოსი და ანასტასიოს ცეკალოფი.თავდაპირველად ორგანიზაციის რიგები,ძალიან ნელა ივსებოდა.1814-1816 წლებში,მასში სულ ოცი ბერძენი იყო გაწევრიანებული.თუმცა შემდგომში 1818 წელს,უკვე “ფილიკი ეტერიაში” მასიურად იწყეს ბერძნებმა გაწევრიანება.შესაბამისად მათმა გავლენამაც მოიმატა,როგორც საბერძნეთის სხვადასხვა პროვინციებში,ასევე უცხო ქვეყნების სათვისტომოებში.მთავარი შტაბ-ბინა ოდესაში იყო განლაგებული. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კი კონსტანტინეპოლში იქნა გადატანილი.თუმცა იყო სურვილი,რომ თურქებისათვის ჯერ კიდევ მიუწვდომელ ადგილებში,კერძოდ პელიონის მთაზე ან მანის ნახევარკუნძულზე გადაეტანათ ცენტრი შტაბ-ბინისა.მიუხედავად სურვილისა,აღნიშნული გეგმა არ განხორციელდა რიგი მიზეზების გამო.1821 წლისათვის,ორგანიზაცია 1000 წევრს ითვლიდა,მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.სტრუქტურა ეტერიისა,მასონთა და კარბონარიერთა სტრუქტურის მსგავსი იყო.სათავეში იდგა “უხილავი ძალაუფლება”,რომელიც შედგებოდა ისეთი წევრებისაგან,რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცოდა.მოგვიანებით მას სახელი შეეცვალა და ეწოდა “12 მოციქულის ძალაუფლება”.დანარჩენი ქვედა რგოლები კი პირამიდის მსგავსი სისტემით იყო დაკომპლექტებული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავად ორგანიზაციის წევრებსაც კი ეკრძალებოდათ მოეკითხათ ერთმანეთში ის თუ ვინ ხელმძღვანელობდა “მეგობართა საზოგადოებას” და მიღებული გადაწყვეტილებებიც განხილვებს არ ექვემდებარებოდა.1817 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანდა ეროვნებით სერბი,ლიდერი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებისა – კარაგეორგი,თუმცა მალევე იგი მისი მოწინააღმდეგეების მიერ იქნა მოკლული.1818 წლეს გარდაიცვალა საზოგადოების უმთავრესი დამფუძნებელი სკოფასი,რამაც ისინი იძულებული გახადა მოეძებნათ ახლი ხელმძღვანელი. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის კი მათ შეარჩიეს ბერძნული წარმომავლობის მქონე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1816-1822 წლები) – იოანე კაპოდისტრია,თუმცა მან ამაზე სასტიკი უარი განაცხადა და მათ ბრალი დასდო საბერძნეთში განვითარებულ არეულობების ორგანიზებაში.1820 წელს კი მათ სათავეში ჩაუდგა – ლექსანდრე იფსილანტი (საბერძნეთის ეროვნული გმირი),რომელიც შემდგომ ხელმძღვანელი გახდა საბერძნეთის აჯანყებისა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.სწორედ ამ აჯანყების შემდგომ,რომელსაც საბერძნეთის რევოლუციად მოიხსენიებენ (1821-1832 წლები),საბერძნეთი დაამკვიდრა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.შესაბამისად “მეგობართა საზოგადოებამ” ამ ბრძოლაში,უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მისი არსებობა საჭიროებას აღარ მოითხოვდა და დაიშალა კიდეც.
“მეგობართა საზოგადოება” – ფილიკი ეტერია”