“დაუპატიჟებელი სტუმარი” ძველ საბერძნეთში
ძველ საბერძნეთში,მასპინძლის მიერ სადილზე მიწვეულ სტუმარს უფლება ჰქონდა ერთი “დაუპატიჟებელი სტუმრის” მიყვანისა.ასეთ “დაუპატიჟებელ სტუმრებს” კი იმ ეპოქაში მოიხსენიებდნენ,როგორც – “აჩრდილი”.თუმცა აქვე აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “აჩრდილებისათვის” კარგი სადილი,სრულებითაც არ ყოფილა უფასო,რადგან მათ უნდა შეესრულებინათ მასპინძლის ან მისი ოფიციალურად მიწვეული სტუმრების სხვადასხვა კაპრიზები და აეტანა მათგან შეურაცყოფა,დაცინვა თუ დამცირება.მიუხედავად ამისა,ასეთ სადილებზე ძველ საბერძნეთში ბევრი დამშეული ადამიანი (აჩრდილი) დადიოდა და ისინი არად დაგიდევდნენ ზემოთხსენებულ აბუჩად აგდებას . (ავტორი გენია.ჯი)