სუნ ძი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი მხედართმთავარი,სამხედრო თეორიტიკოსი და საყოველთაოდ ცნობილი – “ომის ხელოვნების” ტრაქტატის ავტორი – სუნ ძი (ძვ.წ.აღ-ით 544-496 წლები),საკმაოდ ორიგინალური მეთოდებით ადგენდა საბრძოლო სტრატეგიაებსა და საჯარისო ნაწილებსაც კი.ამის თვალნათელი მაგალითი გახლავთ მის მიერ “ხარჭებისაგან” შემდგარი ერთ-ერთი უძლიერესი საბრძოლო ქვედანაყოფის ჩამოყალიბება.მისი აღნიშნული იდეა თავდაპირველად სრულ უტოპიად მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ასე არ ფიქრობდა სუნ ძი.ერთ დღეს,მან თავის დაქვემდებარებაში მყოფ ჩინელ დიდგვაროვნებს უბრძანა,რომ საკუთარი “ჰარამხანებიდან” ხარჭები გამოეყვანათ,საბრძოლო ტანისამოსით შეემოსათ,დაერიგებინათ იარაღი და მეწყოთ რაზმებად,რათა მათთვის სამხედრო წვრთნა ჩაეტარებინა.თითოეულ რაზმს კი სათავეში დიდგვაროვნების “რჩეული” და “საყვარელი” ხარჭები ჩაუყენა.როდესაც სუნ ძიმ ბრძანება გასცა “იმიტირებული შეტევისა”,მისთვის სრულიად მოულოდნელად,”ხარჭებისაგან შემდგარმა” დანაყოფებმა იარაღი დაჰყარა და ისტერიულ სიცილს მოჰყვა.სუნ ძიმ,სასწრაფოდ თავისთან უხმო რაზმეულების მეთაურებს და მკაცრად უთხრა: ” – როდესაც არმია არ ასრულებს ბრძანებას,დამნაშავე მისი მეთაურიაო”, – და სასწრაფოდ მათი სიკვდილით დასჯა ბრძანა.თავდაპირველად ეს ყველას ხუმრობა ეგონა,მაგრამ როდესაც მიხვდნენ,რომ სუნ ძის ბრძანება სერიოზული იყო,მას დიდგვაროვნები ფეხებში ჩაუვარდნენ და სთხოვეს,რომ გადაწყვეტილება შეეცვალა.თუმცა სუნ ძიმ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა და დიდებულების საუკეთესო ხარჭები (რაზმების მეთაურები),ხარჭებისვე საჯარისო ნაწილების თვალწინ საჩვენებლად დასაჯა სიკვდილით.ამის შემდგომ კი ყოველმა მათგანმა “საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა” და საბოლოოდ მათგან დიდმა ჩინელმა მხედართმთავარმა ძალიან ძლიერი და ბრძოლისუნარიანი დანაყოფი ჩამოაყალიბა. (ავტორი გენია.ჯი)