“ბენზინის ისტორიიდან”
ნავთობის შესახებ პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები,ჯერ კიდევ VI საუკუნიდან არის ცნობილი.თუმცა იმ ეპოქებში,მის მიმართ ინტერესი დაბალი გახლდათ და მას ადამიანები მცირე რაოდენობით და ისიც მხოლოდ ნატურალური სახით მოიხმარდნენ.
XIX საუკუნის შუა ნახევარში,ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად,კაცობრიობამ მეტ-ნაკლები ინტენსივობით დაიწყო “შავი ოქროს” (ნავთობი) მოპოვება და მისი გადამუშავება.ნავთობის გადამუშავების შედეგად,თავდაპირველად იღებდნენ – ნავთსა და ბენზინს.თუკი იმ პერიოდში ადამიანისათვის ნავთს უდიდესი დანიშნულება ენიჭებოდა,ბენზინის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო,რადგან მისი დანიშნულება უცნობი რჩებოდა,შესაბამისად გამოყენებაც შეუძლებელი იყო.მრავალი ათეული წლის მანძილზე – ბენზინი,ყოვლად “გამოუსადეგარ” და “მავნებელ” ნავთობპროდუქტს წარმოადგენდა.ამიტომ ნავთობის მომპოვებელი კომპანიები,მას მხოლოდ და მხოლოდ ანადგურებდნენ.განადგურებისათვის ძირითადად იყენებდნენ სპეციალურად მომზადებულ უზარმაზარ ორმოებს სადაც მათ წვავდნენ,ან კიდევ ზღვაში კასრებით ძირავდნენ.რაც უფრო მეტი დრო გადიოდა,მსოფლიოში ნავთობის მოპოვება უფრო და უფრო იზრდებოდა,რაც ბენზინის განადგურების გაზრდასაც იწვევდა და საბოლოოდ მისი განადგურება საკმაოდ დიდი თანხებიც უჯდებოდა ამა თუ იმ ნავთობმომპოვებელ კომპანიას.თუმცა XIX საუკუნის მიწურულს – “შიდაწვის ძრავის” შექმნამ,ბენზინზე მოთხოვნა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) იგი მალევე,იმდენად საჭირო და აუცილებელ ნავთობპროდუქტად იქცა მსოფლიო ბაზარზე,რომ ფაქტიურად ბენზინის გარეშე უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური წინსვლა წარმოუდგენელიც კი გახდა.უდიდესი დანიშნულება – ბენზინისა,დღესდღეობით კიდევ უფრო თვალნათელია.თუმცა სანამ იგი ესოდენ “პოპულარული” და “საჭირო” გახდებოდა,მანამდე ასეულ ათასობით ტონა “მავნებელი ბენზინი” იქნა განადგურებული,რადგან ადამიანს არ გააჩნდა მისი გამოყენების უნარი. (ავტორი გენია.ჯი)