“მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს სერბებს”
“მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს სერბებს” – ინგლისურ ენაზე “Only Unity Saves the Serbs”,წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე,ერთ-ერთი მართლმადიდებლური რწმენის მქონე ქვეყნის – სერბეთის და სერბი ხალხის,ოფიციალურ ეროვნულ დევიზს,რომელსაც ისინი ასევე არაოფიციალური სლოგანის სახითაც იყენებენ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დევიზი მრავალ სერბულ ეროვნულ დროშაზეა ნაჩვენები.გარდა ამისა გამოსახულია ქვეყნის ეროვნულ გერბზეც.დროშაზე გამოსახული ჯვარის ირგვლივ ოთხი ასო “C” არის დატანილი,რაც სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობილ ჯვარს ასახავს.დევიზის ზუსტი ავტორი დღემდე უცნობია,თუმცა ზოგიერთი მონაცემის თანახმად,იგი სერბეთის პატრიარქს 1219-1233 წლებში და შემდგომ წმინდანად აღიარებულ – “წმინდა საბას” ეკუთვნის (სერბეთის მფარველი). XIII საუკუნეში სერბეთი რომის იმპერიის მხრიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა,რათა სერბეთი მართლმადიდებლობიდან კათოლიციზმზე გადასულიყო.პატრიარქმა საბამ კი ერს მოუწოდა,უარი ეთქვათ რწმენის შეცვლაზე და სერბებს ერთიანობისაკენ მოუწოდა,რაც ამასთანავე ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) შემდგომ საუკუნეებში დევიზი – “მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს სერბებს”,გამოყენებულ იქნა ოსმალეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების წინააღმდეგ ბრძოლაში.ასევე იგი გამოიყენებოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროსაც.დღესდღეობით,აღნიშნული დევიზი სერბეთის ეროვნულ გერბზეა აღბეჭდილი და უდიდესი პოპულარობითაც სარგებლობს მართლმადიდებელ სერბ ხალხში.იმ ხალხში,რომელთაც უდიდესი განსაცდელი დაატყდა თავს.