მატა არმიტანანდამაიი
მატა არმიტანანდამაიი - რომლის ნამდვილი სახელი გახლავთ სუდჰამანი იდამანელი,დაიბადა 1953 წლის 27 სექტემბერს,ინდოეთის შტატ კერალაშის სოფელ პარაიაკადავუში.იგი წარმოადგენს ინდუსს სასულიერო ლიდერს,რომელსაც ინდუსები მის მიერვე ჩადენილი საოცარი კეთილშობილების გამო,დღემდე “წმინდანად” მოიხსენიებენ.სანსკრიტული ენიდან – არმიტანანდამაიი,ითარგმნება როგორც – “დედა აბსოლუტური ნეტარებისა”.მას ასევე მოიხსენიებენ “გულში ჩამკვრელ წმინდანად”,ან კიდევ “გულში ჩამკვრელ დედად”.აღნიშნული სახელი მას იმის გამო ეწოდა,რომ უკვე ათწლეულებია იგი დიდი სიყვარულით მკერდში იკრავს ადამიანებს და მთელ თავის სიყვარულსა და სითბოს მათ გადასცემს.ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია,ყველანი ამბობენ,რომ ამ ქალისაგან საოცარი ენერგია და სითბო მოეფინება.დღემდე მასთან შეხება 30 მილიონმა ინდუსმა შესძლო და ყოველდღიურად 50 000 ადამიანს იღებს.გარდა ამისა იგი დიდი ქველმოქმედიცაა და განსაკუთრებით ეხმარება გაჭირვებულ მოსახლეობას.(ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი 9 წლის ასაკში თავისი ნებით მიატოვა სკოლა და ამავე პერიოდიდან გადაწყვიტა რომ არასოდეს დაქორწინდებოდა.ამის შემდგომ დაკავდა მედიტაციით და ღრმად ჩაერთო სასულიერო ცხოვრებაში.მალევე აარსებს “მატა არმიტანანდამაიი მატჰის” საერთაშორისო ორგანიზაციას,რომელიც იმთავითვე აქტიურად ერთვება საქველმოქმედო საქმიანობაში.მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია აგებს სკოლებს,ღარიბთათვის სახლებსა და თავშესაფრებს,საავადმყოფოებს და უფასოდ გასცემს ყოველგვარ ვეგეტარიანულ საკვებს.(ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენამ და სერთო ჯამში მისმა მოღვაწეობამ,მატას ავტორიტეტი განუზომლად გაზარდა და იგი ინდუსებისათვის “წმინდანად” იქცა.2004 წელს,ინდონეზიაში მომხდარი საშინელი ცუნამის შედეგად დაზარალებულთა ფონდს მისმა ორგანიზაციამ 23 მილიონი $-ის დახმარება გაუწია.2005 წელს მატას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,ნიდერლანდელმა რეჟისორმა იან მოუნენმა გადაიღო ფილმი,რომელმაც კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და იგი მსოფლიოსათვის ცნობილ ადამიანადაც იქცა.მატა არმიტანადამაიი დღესაც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოში,ხოლო თავად ინდუსებისათვის იგი “აბსოლუტური ნეტარების დედაა” მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)