კლავდიუს ელიანუსი
კლავდიუს ელიანუსი დაიბადა,დაახლოებით 170 წელს პელესტრინაში (იტალიის კომუნა).იგი წარმოადგენდა დიდ ძველრომაელ ფილოსოფოსსა და მწერალს,რომელსაც მიაკუთვნებენ ეგრეთწოდებულ “მეორე სოფისტიკის” თვალსაჩონო წარმომადგენელთა რიგს.კლავდიუსი თავის ნაწარმოებებსა და ნაშრომებს ძველბერძნულ ენაზე წერდა.დღევანდელ დღემდე მისი შემოქმედებიდან,მხოლოდ ორი ნაწარმოები შემორჩა,თუმცა ისიც ფრაგმენტებად – “მრავალფეროვანი მოთხრობები”,რომელიც თოთხმეტი წიგნისაგან შედგება და “ცხოველთა სამყაროზე”,რომელიც ჩვიდმეტი წიგნისაგან შედგება. (ავტორი გენია.ჯი) ნაშრომში – “ცხოველთა სამყაროზე”,მის ერთგავრ ხედვას წარმოადგენს “სტოკების ფილოსოფიური სკოლისა”,რომელიც ცდილობს დემონსტრირება გაუკეთოს საოცრებებს მრავალფეროვანი ბუნებისა.მეორე ნაწარმოებში “მრავალფეროვანი მოთხრობები” კი წარმოადგენს ძველი ბერძნების ცხოვრებიდან,აღებულ მრავალ საინტერესო ისტორიას.კლავდიუს ელიანუსის და მისი შემოქმედების შესახებ ცნობები მოგვაწოდა,ისეთმა დიდმა რომაელმა მწერალმა და ახალი სოფისტიკის წარმომადგენელმა,როგორიც გახლდათ – ფლავიანუს ფილოსტრატე II (170-247 წლები).იგი აღნიშნავდა: “მიუხედავად კლავდიუსის რომაული წარმომავლობისა,ამა თუ იმ ნაწარმოებებსა და ნაშრომებს,მაინც ბერძნულ ენაზე წერდა.გარდა ამისა არანაკლებ კარგად ფლობდა ბერძნულს ვიდრე ნებისმიერი ათენელი.ამ მიზეზისა და სხვა მიზეზთა გამო მივიჩნევ,რომ იგი ღირსია ყველასაგან თაყვანისცემის.პირველ რიგში იმიტომ,რომ იგი დაეუფლა იმ ენას სრულყოფილად,რომელზეც ჩვენში საერთოდ არ საუბრობდნენ და მეორე რიგში იმიტომ,რომ იგი მართლაც გამორჩეული სოფისტი გახლდათ.კლავდიუსი იყო მსმენელი დიდი ძველბერძენი გეოგრაფისა და მწერლის პავსანიასი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მოხიბლული გახლდათ ასევე დიდი ძველბერძენი ორატორის – ჰეროდე ატიკელით,რომელსაც საუკეთესო ორატორად მოიხსენიებდა ისტორიაში.მან იცოცხლა 60 წლამდე და გარდაიცვალა ისე,რომ არც ცოლი და არც შვილი არ ჰყოლია”.კლავდიუს ელინაუსი გარდაიცვალა 222 წელს,იტალიის დედაქალაქ რომის მახლობლად.