მოგზაური მტრედი

მოგზაური მტრედი - ინგლისურ ენაზე “Passenger Pigeon”,წარმოადგენს გადაშენებულ ფრინველთა სახეობას მტრედისნაირთა ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მე-XIX საუკუნეში აღნიშნული სახეობა ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი სახეობა გახლდათ დედამიწაზე,არა მარტო მტრედისნაირთა ოჯახისა,არამედ სხვა სახეობების ფრინველთა შორისაც კი.ზოგიერთი წყაროს ცნობით,სულ მათი რაოდენობა იმ პერიოდისათვის 3-დან 5 მილიარდამდე მერყეობდა.”მოგზაური მტრედის” სხეულის სიგრძე 35-40 სანტიმეტრი იყო.მასა 250 გრამიდან 340 გრამამდე მერყეობდათავი შავმოიისფერო,ზურგი მოყავისფრო,ხოლო  მკერდი მოწითალო ფერის ჰქონდათ. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ძირითადად გავრცელებული იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში და კლდოვან ნაწილებში,კანადის ცენტრალური ნაწილიდან ჩრდილოეთ კაროლინის ტერიტორიებამდე.იზამთრებდნენ ამერიკის სამხრეთ ტერიტორიებზე.ისინი ბინადრობდნენ უზარმაზარ გუნდებად და თითოეული ასეთი კოლონია დაახლოებით 160 მილიონი “მოგზაური მტრედისაგან” შედგებოდა.გაკეთებული ჰქონდათ ათასობით ბუდე და თითოეულ წყვილს ყოველ სეზონზე მხოლოდ ერთ ბარტყი გამოჰყავდა.განსაკუთრებული კლება ამ სახეობის მტრედებმა 1800-1870 წლებში განიცადა.თუმცა კატასტროფული კლება კი 1870-1890 წლებში.მათი განადგურების მრავალი ფაქტორიდან,ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს ბრაკონიერთა მიერ განადგურება წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოოდ ველურ ბუნებაში “მოგზაური მტრედი” 1900 წელს,ოჰაიოს შტატში დაფიქსირდა.ხოლო უკანასკნელი ეგზემპლარი,სახელად – მარტა,ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის ზოოლოგიურ პარკში მოკვდა 1914 წლის 1 სექტემბერს.მას შემდეგ “მოგზაური მტრედის” სახეობა გადაშენებულ ფრინველთა კლსასს განეკუთვნება.

ბრაკონიერთა მიერ განადგურებული “მოგზაური მტრედები”