გრიგორი პელერმანი – “პუანკარეს ჰიპოთეზა”
გრიგორი პელერმანი - რომელიც დაიბადა 1966 წელს ლენინგრადში (თანამედროვე სანკტ-პეტერბურგი),გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი რუსი მათემატიკოსი,რომელმაც ამოხსნა “პუანკერის ჰიპოთეზით” სახელით ცნობილი თეორემა.2000 წელს ამერიკის მათემატიკის ინსტიტუტის მიერ,სამეცნიერო სფეროში დაგროვილი დაუმტკიცებელი თეორემებიდან გამოიყო შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი თეორემა და მათ “ათასწლეულის გამოცანები” უწოდა.თითოეული თეორემის დამტკიცების შემთხვევაში კი საკმაოდ სერიოზული ფულადი პრემიაც დააწესა – ერთი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. (ავტორი გენია.ჯი) ზემოთ აღნიშნული “პუანკარეს ჰიპოთეზა”,უდიდესი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსისა და ასტრონომის – ჟიულ ანრი პუანკარეს (1854-1912 წლები),მიერ იქნა შექმნილი 1904 წელს და მის ამოხსნას მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები ათწლეულების მანძილზე ამოდ ცდილობდნენ.თუმცა 2002 წელს ინტერნეტით გავრცელდა,46 წლის გრიგორი პელერმანის მიერ გავრცელებული “პუანკარეს ჰიპოთეზის” დამამტკიცებელი დებულება,რომელსაც მსოფლიო სამეცნიერო წრეები თავდაპირველად უნდობლად მოეკიდა,რადგან ავტორის სახელი მათ არაფერს ეუბნებოდა.თუმცა მალევე ყველანი იძულებული გახდნენ რომ განეცხადებინათ ათასწლეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცანის ამოხსნის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ამ უდიდესი მოვლენის გამო გრიგორის მიანიჭეს “პელერმანს ფილდსის” სახელობის მედალი და ფულადი ჯილდო.მოგვიანებით კი ამერიკული სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ მისთვის გამოიყო დაწესებული პრემია ერთი მილიონი დოლარის ოდენობითაც.ყველასდა გასაოცრად პელერმანმა აღნიშნული ფულადი პრემიების მიღებაზე სასტიკი უარი განაცხადა და ყველასთან კონტაქტი შეზღუდა.მიუხედავად მრავალი წინადადებისა მიეღო მას ჯილდო,იგი უყურადღებოდ ტოვებდა და 2005 წლიდან საერთოდ “ჩაიკეტა” საკუთარ სახლში.მისი პიროვნების მიმართ ინტერესი კი ერთი ორად გაიზარდა.შესაბამისად მას არა მარტო მეცნიერები,არამედგ “პაპარაცებიც” კი აღარ აძლევდნენ მოსვენებას,რის გამოც საბოლოოდ 2010 წლის 1 ივლისს საჯაროდ განაცხადა: