არტემიდორე ეფესელი

არტემიდორე ეფესელი - წარმოადგენდა ჩვ.წ.აღ-მდე II-I საუკუნის დიდ ძველბერძენ გეოგრაფს და ისტორიკოსს,რომელიც ავტორია ისეთი ცნობილი (11 წიგნისაგან შემდგარი) ნაშრომისა,როგორიცაა “პერიპლე”.აღნიშნულ ნაშრომში აღწერილია არტემიდორეს მოგზაურობები ხმელთაშუა ზღვაში,წითელ ზღვასა და ატლანტის ოკეანეში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ არტემიდორეს აღნიშნულ ნაშრომის ზოგიერთ დეტალს,უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი – სტრაბონი (ძვ.წ.აღ-ით 64 – ჩვ.წ.აღ-ით 23 წლები),თავის სამეცნიერო ნაშრომებისთვის იყენებდა და მას,იგი მის ძირითად წყაროსაც კი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელ დღემდე (მიუხედავად საკმაოდ მოცულობითი ნაშრომისა) მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.არტემიდორეს მიერ დაწერილი ნაშრომის,ორი პაპირუსის ფერგამენტი აღმოჩენილ იქნა XX საუკუნის მიწურულს.აღსანიშნავია,რომ აღნიშნულმა სენსაციურმა აღმოჩენამ პირველად მოგვცა საშუალება,გავცნობოდით იმ ეპოქის პირენეის ნახევარკუნძულის ცნობილ რუკას.გარდა ამისა აღმოჩენილი არტეფაქტები შეიცავს საკმაოდ საინტერესო ილუსტრაციებსაც.არტემიდორე ეფესოელის ცნობილი და უძველესი რუკა პირენეის ნახევარკუნძულისა,შეიძინა ქალაქ ტურინის ბანკმა 3 369 850 ამერიკულ დოლარად. (ავტორი გენია.ჯი) არტემიდორეს პაპირუსზე დატანილმა ტექსტებმა კი დიდი დისკუსია გამოიწვია სამეცნიერო წრეებში.მეცნიერთა ერთი ნაწილი მას XIX საუკუნეში დამზადებულ ფალსიფიციურ ნიმუშად მიიჩნევს,თუმცა მეორე ნაწილი მეცნიერებისა,მის უტყუარობაში აბსოლუტურად დარწმუნებულია.

არტემიდორე ეფესელის პაპირუსის ფრაგმენტი