ყველაზე შორეული გალაკტიკა – “UDFj-39546284″
“UDFj-39546284″ - წარმოადგენს 2012 წლამდე აღმოჩენილ ყველაზე შორეულ კომპაქტურ გალაკტიკას,რომელიც შედგება ლურჯი ფერის იმ ვარსკვებისაგან,რომლებიც ჯერ კიდევ 13,4 მილიარდი წლის წინ არსებობდნენ.ეს პერიოდი კი გახლავთ 300 მილიონი წლის შემდგომი პერიოდი “დიდი აფეთქებიდან” (სამყაროს წარმოქმნის და ევოლუციის დღეისათვის არსებული ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მეთოდი,რომელიც დაფიქსირდა დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინათ).აღნიშნული გალაკტიკა 2012 წლის მონაცემებით,ყველაზე შორეულ გალაკტიკად არის მიჩნეული.2011 წლის იანვარში დადგენილ იქნა,რომ UDFj-39546284 ბევრად უფრო შორეული გალაკტიკაა,ვიდრე მანამდე “რეკორდსმენი” – UDFy-38135599 და მისგან იგი 150 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად აღნიშნული გალაკტიკა ერთ-ერთი ყველაზე შორეული და დისტანცირებადი კოსმოსური ობიექტი გახლავთ,რომელსაც მეცნიერები და ასტრონომები აკვირდებიან.2012 წლის დეკემბერში მეცნიერების მიერ აღმოჩენილ იქნა გალაკტიკა – MACS0647-JD,”ჟირაფის თანავარსკვლავედში”,რომელიც დედამიწიდან 13,3 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.თავდაპირველად იყო მოსაზრება,რომ იგი უფრო შორეული გალაკტიკა იყო,ვიდრე UDFj-39546284,თუმცა მოგვიანებით იგი შეფასებულ იქნა,როგორც z=11,9 და მისი მანძილი დედამიწიდან 13,37 მილიარდი სინათლის წლით აღინიშნა.აღნიშნული გალაკტიკების შესწავლის მიზნით კი მალე კოსმოსში გაგზავნილ იქნება,ინფრაწითელი ორბიტალური ობსერვატორია,სახელწოდებით “ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი”,რომელიც თავის მხრივ შეცვლის ლეგენდარულ ტელესკოპს – “ჰაბლს”. (ავტორი გენია.ჯი)