იცით თუ არა,რომ
1. პირველ “სტომატოლოგებად” მიჩნეული არიან,აპენინის ნახევარკუნძულზე I ათასწლეულში მაცხოვრებელი უძველესი ხალხი – ეტრუსკები.როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან სტომატოლოგიით ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში იყვნენ დაკავებულები.
2. ჭიანჭველები დედამიწაზე 100 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და დღესდღეობით მათი სულ 8 800 სახეობაა გავრცელებული.ფაქტიურად იმდენივე სახეობა რამდენიც ფრინველისა.ფრინველთა სახეობების რაოდენობა კი 9 000-ს შეადგენს.
3. ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი,რომელმაც რამდენიმე რომანი დაწერა და გამოაქვეყნა,გახლდათ ამერიკის რიგით 39-ე პრეზიდენტი (1977-1981 წლები) – ჯიმი კარტერი.გარდა ამისა იგი ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი გახლავთ,რომელმაც “ნობელის პრემია’ მშვიდობის დარგში,პოსტის დატოვების შემდეგ მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
4. პირველად,სპირტიანი სასმელი “ლიქიორი”,ნიდერლანდელმა ბერებმა და ალქიმიკოსებმა მე-XIII საუკუნეში შექმნეს და როგორც სამკურნალო საშუალება,ისე გამოიყენებდნენ.
5. ადანიანებმა მთვარის ზედაპირის შესახებ უფრო მეტი იციან,ვიდრე ჩვენი ოკეანეების შესახებ.
6. გენიალური გერმანელი ფიზიკოსი – ვილჰელმ კონრად რენტგენი (1845-1923 წლები),უტრეხტის ტექნიკური სკოლიდან 1863 წელს,იმის გამო გარიცხეს,რომ მან არ დაასახელა თანაკურსელი,რომელმახ მასწავლებლის კარიკატურა დახატა.
7. საფრანგეთის ეროვნულმა გმირმა – ჟანა დ’არკმა (1412-1431 წლები),ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის,საფრანგეთის მეფისაგან რამდენიმე ცხენი და მშობლიური სოფლის დომრემის მცხოვრებთა გადასახადებისაგან გათავისუფლება მოითხოვა.მას შემდეგ დომრემის მოსახლეობა არც ერთ საფრანგეთის მეფეს აღარ დაუბეგრავს. (ავტორი გენია.ჯი)
8. “შპალერის” საამშობლოდ ჩინეთი მიიჩნევა.ბრინჯისაგან ქაღალდის დამზადება და მისი კედელზე გაკვრა,მათ ჩვ.წ.აღ-მდე 200 წელს დაიწყეს.
9. “ანგელოზი მკარნახობს,თორემ ლექსების წერისთვის სად მცალია”, – იტყოდა ხოლმე გალაკტიონ ტაბიძე.
10. სამეფო არწივების საცხოვრებელ ადგილებს,მეცნიერულად – “ფილემატოლოგია” ეწოდება.