ალექსანდრე ჭავჭავაძე – “სიყვარულო,ძალსა შენსა”

სიყვარულო,ძალსა შენსა,ვინ არს,რომე არ ჰმონებდეს?

ვინ არს,რომე გულსა ტახტად,ოხვრას ხარკად არა გცემდეს?

შენგან მეფე მონას ეყმოს,შენგან ბრძენი ხელად რებდეს,

მაშ,ბულბულსა რად ეზრახვის,რომ შენს გამო ვარდს შეჰყეფდეს?

***

სიყვარულო,ძალსა შენსა ყოველი გრძნობს,არსებს რაცა,

სჯულსა შენსა ყველა ერჩის – ბერი,ერი,მეფე,ყმაცა,

ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი,ტახტი მზა გაქვს,ჰგიებ საცა,

გულები გყავს ქვეშევრდომად,ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა!

***

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის?

თუ შენ ხარ ვნების მიზეზი,ლხენაც შენგან არ გვეძლევის?!

ნამდვილ კეთილ არს განცხრომა,იგი ნუმც ოდეს გველევის,

მაშა ცუდია,თუ მასში სიბნელეც არსით ერევის!