არისტოფანეს ნააზრევი
„…უწინ ჩვენ ერთ მთლიან ინდივიდუმს წარმოვადგენდით. ახლა კი ჩვენი ცოდვებისათვის გაგვთიშა და გაგვყარა ღმერთმა… კაცთა მოდგმა ბედნიერი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული ჩვენთაგანი თავის საფერს იპოვის და, ამრიგად, ჩვენს პირვანდელ ბუნებას დაუბრუნდება. და თუ ამას მივიჩნევთ უმაღლეს სიკეთედ, მაშინ აქედან უცილობლად უნდა დავასკვნათ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ამ ქვეყნად შეიძლება ეწიოს კაცი – ესაა, შეძლებისამებრ მიეახლო ამ უმაღლეს სიკეთეს, ესეიგი ჰპოვო შენი გულისწორი, შენი საფერი”. (ავტორი გენია.ჯი)