ივანე ტურგენევი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მწერლი,პოეტი და მთარგმნელი - ივანე ტურგენევი (1818-1883 წლები), რომელიც მიჩნეულია მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლად, ავტორია ისეთი ცნობილი ნაწარმოებებისა, როგორებიცაა: “ხანძარი ზღვაზე”, “მონადირის ჩანაწერები”, “სამი პორტრეტი”, “მამები და შვილები” და სხვა. გარდა ამისა, იგი ავტორია ისეთი ცნობადი ლიტერატურული ქმნილებისა, როგორიც გახლავთ – “მუმუ”. ქმნილება, რომელმაც ტურგენევს დიდი აღიარება მოუტანა. როდესაც ძველი სტილით 1888 წლის 22 აგვისტოს (ახალი სტილით 3 სექტემბერი) მწერალი გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ ბუჟივალში “სარკომას” შედეგად, ანდერძად დაიბარა, რომ პეტერბურგში დაეკრძალათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვლილის ცხედარი მისი ანდერძის თანახმად პეტერბურგში გადაასვენეს. ლიტერატორის დაკრძალვის დღეს (27 სექტემბერი) სამგლოვიარო პროცესიას უამრავი ადამიანი დაესწრო. მათ შორის 179 სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და რიგი დაწესებულებების თანამშრომლებიც. ტურგენევის საფლავზე მათ დიდი გვირგვინები მიიტანეს. ყველაზე “ძვირფასი” გვირგვინი კი გახლდათ ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინი, რომლის ფართო ლენტზედაც მხოლოდ და მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა – “მუმუს” ავტორს”. (ავტორი გენია.ჯი)