ჯონ ფიცჯერალდ კენედის სიტყვა ბერლინში…
“მე ვამაყობ,რომ ჩამოვედი ქალაქში,რომლის სახელიც მთელ მსოფლიოში მებრძოლი სულის სინონიმია.ქვეყანაში,რომელიც განუხრელად მიჰყვება თავისუფლების და დემოკრატიის გზას.2000 წლის წინ არსებობდა გამოთქმა: “მე რომის მოქალაქე ვარ!” დღეს თავისუფალ სამყაროში ითქმის: “მე ბერლინელი ვარ!”
თავისუფლება და დემოკრატია არ არის იდეალური,მაგრამ ჩვენ არასდროს აღვმართავდით კედელს იმისათვის,რომ შეგვეკავებინა ის ადამიანები,ვისაც ჩვენგან წასვლა მოესურვებოდა.მინდა გითხრათ,რომ ჩემი თანამემამულეები ამაყობენ თქვენით. (ავტორი გენია.ჯი) მე არ მეგულება სხვა ქალაქი,რომელიც გაუძლებდა 18 წლიან ალყას.ეს კედელი დანაშაულია არა მარტო ისტორიის,არამედ კაცობრიობის წინაშე,რადგან იგი ყოფს ოჯახებს,მეუღლეებს,და-ძმებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც სურს ერთად ყოფნა.
როდესაც დადგება თავისუფლების ნანატრი დღე და ბერლინს შეუერთდება მთელი ქვეყანა,მთელი ევროპის კონტინენტი,დასავლეთ ბერლინის მოსახლეობას სიამაყის ყველა საფუძველი ექნება.თქვენ ოცი წლის განმავლობაში იცხოვრეთ ფრონტის ხაზზე.ყველა თავისუფალი ადამიანი,სადაც არ უნდა ცხოვრობდეს,დასავლეთ ბერლინის მოქალაქეა.ამიტომ,მეც თავისუფალი ადამიანი სიამაყით ვაცხადებ: “Ich bin ein Berliner!” (ავტორი გენია.ჯი)