“პარიზის კოდექსი”
“პარიზის კოდექსი” - რომელსაც “პერესის კოდექსაც” უწოდებენ (ლათინურ ენაზე – “Codex Peresianus”),წარმოადგენს მაიას ცივილიზაციის ხელნაწერთა ფრაგმენტს,რომლის მხოლოდ 12 ფურცელია დღემდე შემორჩენილი.თითოეული ფურცლის ზომა შეადგენს სიმაღლით 24 სანტიმეტრს,ხოლო სიგანით 13 სანტიმეტრს და შეიცავს ტექსტს,შემდგარს 1600 იეროგლიფით.ხელნაწერის ფურცლებზე გამოსახულია რელიგიური რიტუალები,აღწერილია წინასწარმეტყველებები,მრავალი ღვთაებები და მაიას კალენდარი ზოდიაქოს ნიშნებით.”პარიზის კოდექსი” სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა 1859 წელს,ცნობილმა ფრანგმა ლინგვისტმა ლეონ დე რონსმა,საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,გადასაყრელად გამზადებულ ნაგვის ურნაში,სხვა ქაღალდებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) იგი ჩადებული იყო სპეციალურ კონვერტში,რომელსაც ესპანური წარწერა ჰქონდა ფრაგმენტებად შემორჩენილი და როგორც ვარაუდობენ აღნიშნული კოდექსი პარიზის ბიბლიოთეკაში მინიმუმ 1832 წლის შემდეგ უნდა მოხვედრილიყო.გადარჩენილი თორმეტი ფურცლიდან,ორი ფურცელი ძალიან დაზიანებულია.მათ შორის ერთ ფურცელზე გამოსახულებები თითქმის წაშლილია,ხოლო მეორე ფურცელზე მხოლოდ შუა ნაწილია შემორჩენილი ისე,რომ შესაძლებელია გამოსახულებების გარჩევა.დღესდღეობით აღნიშნულ კოდექს “პარიზის კოდექს” უწოდებენ იმის გამო,რომ ამ ქალაქის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.ხოლო ძალიან იშვიათად მოიხსენიებენ როგორც “პერესის კოდექსი”,რათა არ აერიოთ ამავე ბიბლიოთეკაში დაცული იმ კოდექსისაგან,რომელსაც “Codex Perez” ეწოდება. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტების მონაცემებით “პარიზის კოდექსის” მხატვრული ღირებულება ბევრად ჩამოუვარდება “დრეზდენის კოდექსის” მხატვრულ ღირებულებას,თუმცა მიუხედავად ამისა,იგი მაინც,მაიას ცივილიზაციის იშვიათ ხელნაწერთა ძვირფას ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.