“სან-ტომე და პრინსიპი”

“სან-ტომე და პრინსიპი” - ინგლისურ ენაზე “Sao Tome and Principe”,ოფიციალური სახელწოდება “სან-ტოპეს და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა” წარმოადგენს კუნძულოვან სახელმწიფოს გვინეის ყურეში,აფრიკის სანაპიროსთან.მის შემადგენლობაში შედის ორი ვულკანური წარმოშობის კუნძული: სან-ტომე და პრინსიპი,რომელთა შორის მანძილი 140 კილომეტრს შეადგენს.გარდა ამისა ქვეყნის შემადგენლობაში ექვსი მცირე კუნძულიცაა.დედაქალაქი გახლავთ სან-ტომე (55 166 მაცხოვრებელი).მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 163 000 ადამიანს და მა მაჩვენებლით იგი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან 188-ე ადგილზე აყენებს.ფართობი შეადგენს 1001 კვადრატული კილომეტს,რაც მას სხვა ქვეყნებთან შედარებით 183-ე ადგილზე აყენებს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სეიშელის კუნძულების შემდეგ,სან-ტომე ყველაზე პატარა სახელმწიფოს წარმოადგენს აფრიკის კონტინენტისა.კუნძულ სან-ტომეს სიგრძე შეადგენს 46 კილომეტრს,სიგანე 32 კილომეტრს.ხოლო კუნძული პრინსიპის სიგრძეა 6 კილომეტრის,სიგანე კი 16 კილომეტრი.ქვეყნის ოფიციალურ ენას წარმოადგენს პორტუგალიური ენა.ადმინისტრაციულად იგი იყოფა ორ პროვინციად: სან-ტომედ და პრინსიპად,რომელბიც თავის მხრივ 7 ოლქად იყოფა.მათგან ექვსი მდებარეობს სან-ტომეზე,ხოლო ერთი კუნძულ პრინსიპზე. (ავტორი გენია.ჯი) მოსახლეობის 71,9 % კათოლიკეა,10,2 % ქრისტიანული რელიგიის სხვა მმდინარეობების წარმომადგენლები და 17,9 % სხვა რელიგიის მქონეები.ქვეყნის 163 000 მოსახლიდან,მხოლოდ 6 000 ცხოვრობს კუნძულ პრინსიპზე,დანარჩენი სან-ტომეზე.სან-ტომე და პრინსიპი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს პრეზიდენტი წარმოადგენს,რომელსაც მაქსიმუმ ორჯერ ხუთი წლის ვადით ირჩევენ.საკანონმდებლო ორგანო გახლავთ – ერთპალატიანი ეროვნული საბჭო,რომელშიც 55 დეპუტატია და მათ 4 წლის ვადით ირჩევენ.ახალი კონსტიტუცია ქვეყანამ 1990 წლის 10 მარტს მიიღო.

სან-ტომესა და პრინსიპის კუნძულები ევროპელებმა 1469-1471 წლებში აღმოაჩინეს და პირველი დასახლება კუნძულზე 1493 წელს,პორტუგალიელების მიერ იქნა დაფუძნებული,კერძოდ პორტუგალიელი მოგზაურისა და სამხედრო პირის – ალვარუ კამინიას მიერ,რომელსაც აღნიშნული მიწა პორტუგალიის სამეფომ შემდგომ საჩუქრად გადასცა.1500 წელს კი პირველი დასახლება ჩნდება კუნძულ პრინსიპზეც.XVI საუკუნეში აღნიშნული ქვეყანა შაქრის მიწოდების მხირ ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად იქცა ევროპისათვის.მალევე კუნძულებზე კაკაოსა და ყავის პლანტაციებიც შენდება.1908 წლისათვის იგი მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა ხდება კაკაოს ექსპორტის მხრივ.1975 წელს სან-ტომე და პრინსიპმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მას ეწოდა სან-ტომეს და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის პირველი პრეზიდენტი კი გახდა მანუელ ლინტუ და კოშტა.გარდა პორტუგალიელი წარმომავლობის მოსახლეობისა,ქვეყანაში ცხოვრობენ მეტისები და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეებიც.მის უმაღლეს წერტილს წარმოადგენსპიკუ-დე-სან-ტომეს მთა,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2 024 მეტრს შეადგენს.კლიმატის მხირვ ამ ქვეყანაში ტროპიკული კლიმატია და შესაბამისად მაღალი და თბილი ტემპერატირით გამორჩეული ქვეყანაცაა.ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეებს წარმოადგენს – აგუა-გრანდე და სან-ტომე.იცის წვიმის სეზონები,რომელბიც ოქტომბრსა და მაისის თვეებში იცის.XIX საუკუნეში სან-ტომესა და პრინსიპის ეკონომიკის 90 % პლანტაციებიდან შემოსულ თანხებზე იდგა. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით ამ ქვეყანაში წამყვან დარგს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.ექსპორტზე გააქვთ კაკაო,ბანანი,პალმის ზეთი,ყავა და ასე შემდეგ.გარდა ამისა ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული პურის ხე და სიმინდი.მის უმთავრეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ – დიდი ბრიტანეთი,ნიდერლანდები და ბელგია.სან-ტომე და პრინსიპი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყანას.
 
სან-ტომე და პრინსიპის “ეროვნული გერბი”

სამ-ტომე და პრინსიპის დედაქალაქი – სან-ტომე

სან-ტომე და პრინსიპი