დიეგო დე ლანდას შესახებ…

დიეგო დე ლანდა (1524-1579 წლები),წარმოადგენდა ესპანელ ფრანცისკანელ ბერს,რომელიც შემდგომ იუკატანას (ნახევარკუნძული ცენტრალურ ამერიკაში,რომელიც თანამედროვე მექსიკის იუკატანის,კამპეჩესა და კინტანა-როოს შტატებს მოიცავდა) ეპარქიის რიგით მეორე ეპისკოპოსი გახდა.

მისი პიროვნების შესახებ ცნობები მეტად ურთიერთსაწინააღმდეგოა.ამის გამო ისტორიკოსები დღემდე ცდილობენ დაადგინონ სიმართლე დიეგო დე ლანდას პიროვნების და მისი მოღვაწეობის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ერთი ვერსიის მიხედვით,იგი გახლდათ ავტორი წიგნისა “ცნობები საქმეებისა იუკატანში”,რომელიც დაწერილ იქნა 1566 წელს და რომელიც შეიცავს უძვირფასეს ცნობებს მაიას უნიკალური ცივილიზაციის შესახებ.გარდა ამისა მის სახელთან არის დაკავშირებული იუკატანში განათლების სისტემის შემოღება და შექმნა ლათინური ანბანის იუკატეკას ენისათვის.

მეორე ვერსიის მიხედვით კი დიეგო დე ლანდა,წარმოადგენდა იმ პიროვნებას,რომელმაც ჩამოაყალიბა იუკატანში ინკვიზიცია,რომელსაც 158 ინდიელის სიცოცხლე ემსხვერპლა,ხოლო ათასობით ეწამა. (ავტორი გენია.ჯი) “აუტოდაფეზე” კი მაიას ცივილიზაციის უძვირფასესი ხელნაწერების უდიდესი რაოდენობა (ფაქტიურად უმეტესობა) გაანადგურა.ამიტომ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი,მის სახელს მაიას ცივილიზაციის ლიტერატურის განადგურებასთანაც აიგივებს.სწორედ დიეგო დე ლანდას სახელს უკავშირებენ,ეგრეთწოდებული “შავი ლეგენდის” შექმნას,რომელიც წარმოადგენდა პროტესტანტულ პროპაგანდას კონტრრეფორმაციის პერიოდში.
1549 წელს მისიონერის ფუნქციით აღჭურვილი,იუკატანში ხუთ ფრანცისკანელ ბერთან ერთად ჩავიდა.1553 წელს ხდება სან-ანტონიოს აბატი და მალევე ხდება მფარველი “იუკატანის მისიისა”.1561 წლისათვის ფრანცისკანული ორდენი ერთ-ერთ უმთავრეს და დომინანტური ფუნქციებით აღჭურვილად აქცია ამ პროვინციაში.1562 წელს იუკატანაში,პირველი აარსებს “ინკვიზიციას”.1562 წლის 12 ივლისს კი “აუტოდაფეზე” მისი ბრძანების საფუძველზე იწვება მაიას ცივილიზაციის უძვირფასესი ლიტერატურული ძეგლები.აღნიშნულმა ფაქტმა დიდად უარყოფითად იმოქმედა იუკატანას,იმდროინდელ (პირველ) ეპისკოპოსზე  - ფრანსისკო დე ტორალზე,რის გამოც დიეგო იძულებული გახდა ესპანეთში დაბრუნებულიყო და ახსნა-განმარტება გაეკეთებინა თავის მიერ ჩადენილი აქტის გამო.იგი ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ გაამართლა და 1573 წელს მერიდას ეპისკოპოსად ინიშნება (მეორე ეპისკოპოსი იუკატანის) და კვლავ მექსიკაში ბრუნდება,სადაც 1579 წელს,სან-ფრანსისკოს მონასტერში აღესრულება კიდეც.როგორც ცნობილია დიეგო დე ლანდა შესანიშნავად ფლობდა მაიას ენას და მათ წეს-ჩვეულებებს,რაც მის მიერ დაწერილ წიგნშიც აღწერა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად სხვადასხვა ვერსიებისა,დღემდე ვერ იქნა დადგენილი მის მიერ შესრულებული ფუნქციების,უარყოფითი და დადებითი მხარეების საერთო მონახაზი.რადგან თუ ერთი მხრივ დიდებული მასალები შემოგვინახა მაიას ცივილიზაციია,მეორე მხრივ მის სახელს მიეწერება ამავე ცივილიზაციის უნიკალური ლიტერატურული ძეგლების განადგურება.ამიტომ დიეგო დე ლანდას სახელი და მოღვაწეობა ერთგვარად გაორების გრძნობას იწვევს.