ენდრიუ ნიუელ უაიეტი – “ქრისტინას სამყარო”
“ქრისტინას სამყარო” - ინგლისურ ენაზე “Cristina’s World”,წარმოადგენს შესანიშნავ სურათს,შექმნილს დიდი ამერიკელი მხატვარ-რეალისტის და XX საუკუნის ამერიკული სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლის - ენდრიუ ნიუელ უაიეტის (1917-2009 წლები) მიერ.მხატვარმა ტილო,რომლის ზომები გახლავთ სიმაღლით 81 სანტიმეტრი,ხოლო სიგანით 122 სანტიმეტრი,დაფაზე დახატა ტემპერათი 1948 წელს.სურათზე გამოსახული მინდორზე მჯდომი გოგონა,რომელიც საკუთარ სახლს გაჰყურებს – ქრისტინა ოლსენია,რომელიც უაიეტის საზაფხულო აგარაკის,მეზობლად ცხოვრობდა მეინის შტატში. (ავტორი გენია.ჯი) გოგონა იტანჯებოდა “პოლიომიელიტის” დაავადებით (მწვავე ვირუსული დაავადება,რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებითა და შედეგად კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლის განვითარებით).აღნიშნულმა ფაქტმა მხატვარზე დიდად ემოციური გავლენა იქონია და გადაწყვიტა გოგონა,თავისი წარმოსახვითი სამყაროთი დაეხატა.მიუხედავად იმისა,რომ სურათს “ქრისტინას სამყარო” ჰქვია,მოდელად საკუთარი მეუღლე ბეტსი უაიეტი გამოიყენა.აღნიშნულმა ტილომ დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებსა და ხელოვანებში,რადგან საკმაოდ ღრმა შინაარსის მქონეა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნულ აგარაკს და მსი ბუნებას,მხატვარი საკუთარ შემოქმედებაში ხშირად ასახავდა. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით ენდრიუ ნიუელ უაიეტის შესანიშნავი ხელოვნების ნიმუში “ქრისტინას სამყარო” დაცულია ნიუ-იორკის მსოფლიოში ცნობილ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და დღემდე უდიდეს მოწონებას იწვევს მნახველში,თავისი სევდის მომგვრელი სიუჟეტითა და ნატიფად შესრულებული კომპოზიციის გამო.