“ჯვრების ბორცვი”
“ჯვრების ბორცვი” – წარმოადგენს უნიკალურ ადგილს ევროპული სახელმწიფოს ლიტვის ქალაქ შიაულიაიში.მისი უნიკალურობა კი მდგომარეობს იმაში,რომ ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ბორცვზე,მსოფლიოში ყველაზე მეტი რაოდენობის ჯვარია აღმართული და დავანებული.თავდაპირველად თუ ვინ აღმართა ბორცვზე ჯვარი უცნობია,თუმცა ცნობილია,რომ “ჯვრების ბორცვზე” პირველი ჯვარი აღმართულ იქნა 1831 წელს ლიტვა-პოლონეთის აჯანყების დროს. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიული ფაქტია,რომ ლიტვასა და პოლონეთს კონფედერაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული,რა დროსაც 1795 წელს რუსეთის იმპერიამ ლიტვა თავისი იმპერიის ნაწილად გამოაცხადა.სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყო ლიტვა-პოლონეთის აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ,რომელიც საბოლოო ჯამში 32 წელიწადი გრძელდებოდა და რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ამ მოვლენის აღსანიშნავად და გარდაცვლილ მამულიშვილთა პატივის მისაგებად,ლიტვის ქალაქ შიაულიაში,ერთ-ერთ ბორცვზე აღმართულ იქნა ჯვრები,რომელსაც წლიდან წლამდე კიდევ მრავალი ჯვარი შეემატა და მოგვიანებით თავისებურ ძეგლადაც იქცა თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებლად.1900 წელს ბორცვზე აღმართული ჯვრების რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა.გარდა ამისა იქვე აღმართული იქნა იესო ქრისტესა და წმინდა მარიამის ქანდაკებებიც.”ჯვრების ბორცვის” სტუმრებს თითო ჯვარი მიაქვთ იქ და ტოვებენ კიდეც,რაც ერთგვარ რიტუალადაც კი იქცა.ზოგიერთი მონაცემის თანახმად “ჯვრების ბორცვზე” 50 000-ზე მეტი ჯვარია დავანებული.ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო,ლიტვის ქალაქ შიაულიაში მდებარე ბორცვი მსოფლიოსათვის ცნობილ ადგილად იქცა და მას არა მარტო ლიტველები,არამედ უამრავი უცხოელიც სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)