“შავი ჟამნი”
“შავი ჟამნი” - ინგლისურ ენაზე “Black Hours”,წარმოადგენს “ჟამნის”,უნიკალური მეთოდით დამზადებულ ლიტურგიულ წიგნს,რომელმაც ასეთი უცნაური დასახელება მიიღო მისი შავი ფერის ფურცლების შეფერილობის გამო.იგი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ იშვიათ ძეგლს ხელნაწერი წიგნებისა,რომელმაც ჩვენამდე მეტ-ნაკლებად დაუზიანებლად მოაღწია. (ავტორი გენია.ჯი) უმთავრესი ვერსიით,აღნიშნული წიგნი შექმნილი უნდა იყოს,ბელგიის ქალაქ ბრიუგეში 1475 წელს,გამოჩენილი ბელგიელი მხატვრის ვილემ ვრელანტას (1454-1481 წლები) და მისი უახლოესი მხატვარ-მინიატურისტი მეგობრების მიერ.”შავი ჟამნის” შექმნის შეკვეთა მხატვართა ჯგუფს,ბურგუნდიის ჰერცოგის სასახლის კარმა მისცა მიერ,თუმცა ზუსტად ვინ გასცა ასეთი შეკვეთა დღემდე უცნობია.იგი შედგება 121 ფურცლისაგან,რომელთა ზომები 17 სანტიმეტრი – 12 სანტიმეტრზეა და შესრულებულია ურთულესი პროცესით,რომელშიც გამოყენებულ იქნა მურის ხსნარი,სპილენძი და რკინა. (ავტორი გენია.ჯი) ყველა ცნობილი შავგვერდიანი მანუსკრიპტები ფლამანდრიელი ოსტატების მიერ იქნა შესრულებული და ისინი XV საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდებით თარიღდებიან.”შავი ჟამნის” 14 გვერდი სრულიად მოიცავს მინიატურებს.მათ შორის 15 დიდი და სხვა მცირე ზომის ინიციალები.ტექსტი დაწერილია ოქროსა და ვერცხლის მელნით.აღსანიშნავია ისიც,რომ მინიატურების ავტორები დღემდე ანონიმად არის დარჩენილი,თუმცა ცნობილია,რომ ვილემ ვრელანტა იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად მიიჩნეობა წიგნის მინიატურებისა,რომელიც ბრიუგეში მუშაობდა და ამიტომ მიიჩნევენ მას ამ წიგნის შემქმნელად.აქვე ისიც ცნობილია,რომ ვერლანტას “შავი ჟამნის ოსტატადაც” კი მოიხსენიებდნენ,სწორედ ამ მიზეზთა გამო წიგნის უმთავრეს შემქმნელად ვრელანტას მიიჩნევენ.სპეციალისტთა ვარაუდით მინიატურათა ნაწილი აღნიშნულ წიგნში მას ეკუთვნის,ხოლო ნაწილი სხვა უცნობ ოსტატებს.”შავ ჟამნში” არ არის არანაირი გერბი გამოსახული,თუმცა ვარაუდობენ,რომ იგი ბურგუნდიის ჰერცოგს – შარლ მამაცის (1433-1477 წლები),საკუთრებას წარმოადგენდა.”შავი ჟამნი” საკმაოდ კარგად იქნა შემონახული,თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დაზიანებულ ფურცელს,რომელთაც რესტავრირება ჩაუტარდათ.დღესდღეობით “შავი ჟამნის” უნიკალური წიგნი დაცულია ნიუ-იორკში მდებარე მორგანის მუზეუმ-ბიბლიოთეკაში და მის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპონატსაც წარმოადგენს ხსვა შესანიშნავ არტეფაქტებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)