ილია ჭავჭავაძე – “როდემდის”

როდემდის უნდა ჩვენ არ ვსცნობდეთ სიცოცხლის ფასსა?

როდემდის არ ვსცემთ ღვთიურ ნიჭსა ღირსსა თაყვანსა?

მის ყოველ წუთსა სიფრთხილითა რატომ არ ვხარჯავთ

და მის აქ ყოფნას ამოებად რისთვისა ვსახავთ?

***

ძრწოდე,სულელო! ნუთუ ქრისტეს არ სცნობ სიტყვითა,

ნუთუ შენს თავსა,მტვრითა შექმნილს,ჰხედავ კვლავ მტვრათა

და შენს სიცოცხლეს,ამ უკვდავ ნიჭს – მტვრის თანამგზავრად?

რომ მარტო მისთვის იგი არ გაქვს,ქრისტემ თქვა ცხადად…

***

ნუთუ არ იცი,რას გამცნებდა ღმერთი ჯვარცმული,

როს ბრძანა: “ვით მამა ზეცის,იყავ შენც სრული”.