“ჰიპერგიგანტი ვარსკვლავები”

“ჰიპერგიგანტი ვარსკვლავები” - ინგლისურ ენაზე“Hyperdiant”,წარმოადგენს უაზარმაზარი მასისა და მოცულობის მქონე ვარსკვლავთა კატეგორიას,რომელთაც “ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე” მინიჭებული აქვს სიკაშკაშის 0 კლასი.ჰიპერგიგანტი ვარსკვლავები გახლავთ ყველაზე მძლავრი,მძიმე,მასიური,კაშკაშა და ამასთანავე ყველაზე ხანმოკლედ არსებადი ზეგიგანტები.მისი მასა ნებისმიერი ვარსკვლავის მასაზე დიდია.აღსანიშნავია ისიც,რომ ტიპიური ჰიპერგიგანტი ვარსკვლავი 6-ჯერ უფრო მასიურია,ვიდრე ისეთი დიდი ვარსკვლავი როგორიცაა – რიგელი. (ავტორი გენია.ჯი) ჰიპერგიგანტის ტიპიური მასა მზსი მასაზე 100-120-ჯერ აღემატება და ზოგიერთის მასამ შესაძლოა მზის მასაზე 200-250-ჯერ დიდიც კი იყოს.ასევე ზოგიერთი ჰიპერგიგანტის რადიუსი მზის რადიუსზე 1 650-ჯერ დიდიც კია და იგი შეადგენს7,67 ასტორომიულ ერთეულს,რაც 1 147 415 668,296 კილომეტრის ტოლია.დღესდღეობით ყველაზე დიდ “ჰიპერგიგანტად” მიჩნეულია R136a1 ვარსკვლავი,რომლის მასა მზის მასაზე 265-ჯერ დიდია.მათი სიკაშკაშე 500 ათასჯერ აღემატება მზის სიკაშკაშეს.მათი ზედაპირის ტემპერატურა 3 200 კ.-დან 35 000 კ.-მდეა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი კლასიფიცირდებიან,როგორც კაშკაშა თეთრი ცვალებადი ვარსკვლავები “S  ოქროს თევზისა” (ჩვენი გალაკტიკის თანამგზავრი და ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მაგელანის დიდ ნისლეულში).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ჰიპერგიგანტი” ვარსკვლავები ჩვენს გალაკტიკაში იშვიათი მოვლენაა და მათი რაოდენობა,სულ რამდენიმე ათეულს შეადგენს.