“ბიბონის ქვა”
“ბიბონის ქვა” - წარმოადგენს უძველესი საბერძნეთის ერთ-ერთ ტაძარში აღმოჩენილ ქვას,რომელიც მიეკუთვნება ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეს.აღნიშნული ქვის წონა შეადგენს 143.5 კილოგრამს და მასზე გაკეთებულია ძველბერძნული წარწერა,რომელიც იუწყება რომ: “ბიბონმა,ვაჟმა თალოსისა ასწია ეს ქვა ცალი ხელით თავს ზემოთ”.როგორც სპეციალისტები და ისტორიკოსები მიიჩნევენ,ბიბონი წარმოადგენდა ათლეტს,რომელსაც არაერთ ოლიმპიურ თამაშებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და განსაკუთრებული ძალითაც გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ექსპერტები კი თვლიან,რომ ბიბონმა აღნიშნული ქვა ჯერ ორივე ხელით ასწია ბეჭებამდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო იგი ცალი ხელით თავს ზემოთ აეწია.დღესდღეობით “ბიბონის ქვა” დაცულია საბრძნეთის “Archaeological Museum of Olypmia”-ში და მნახველს აოგნებს იმით,თუ როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ცალი ხელით მისი თავს ზემოთ აწევა.თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ძველბერძნებს ჰყავდათ ისეთი მითიური გმირი,როგორიც იყო – ჰერაკლე და ისეთი უდიდესი ათლეტი ძველი საბერძნეთისა,როგორიც იყო – მილონ კროტონელი,რომელმაც 14 წლის ასაკში ძვ.წ.აღ-ით 540 წელს მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა და გარდა ამისა მონაწილე და გამარჯვებული გახლდათ არაერთი უძველესი ეპოქის ოლიმპიადებისა, (ავტორი გენია.ჯი) ალბათ ბიბონის მიერ უმძიმესი ქვის ცალი ხელით აწევაც გასაკვირი აღარ იქნება.ცნობისათვის,საბერძნეთში ასევე იქნა აღმოჩენილი მერე ქვა,წონით 480 კილოგრამი,რომელზეც გაკეთებულია შემდეგი სახის წარწერა “ევმასტემ,ვაჟმა კრიტობოლისა მიწიდან მომწყვიტა”.