“კოლონიალური დაყოფა აფრიკის კონტინენტისა”
“კოლონიალური დაყოფა აფრიკის კონტინენტისა” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ შემდეგი სახელებით (ინგლისურ ენაზე Scramble of Africa): “რბოლა აფრიკისათვის” და “ჩხუბი აფრიკისათვის”,გახლავთ პერიოდი უმწვავესი კონკურენციისა,ევროპულ იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის,აფრიკის კონტინენტის ახალი აღმოჩენილი ტერიტორიების მისაკუთრებისათვის და საერთოდ აფრიკის კონტინენტზე საკუთარი გავლენის გაძლიერებისათვის.
ამ მიზნით ევროპული სახელმწიფოები,არაერთ სამეცნიერო ექსპედიციასა და სამხედრო ოპერაციებსაც კი იყენებდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული ფაქტები აფრიკის მიწების მისაკუთრებისა და მათი კოლონიებად ქცევისა,ადრეც მრავლად იყო ისტორიაში (აფრიკის კოლონიზაციის სახელით ცნობილი მოვლენების დროს),განსაკუთრებული ხასიათი მძაფრი კონკურენციისა მაინც “ახალი იმპერიალიზმის” პერიოდში განვითარდა,ამს შემდეგ რაც 1885 წელს ბერლინში ჩატარდა კონფერენცია,რომელმაც მიიღო გენერალური აქტი.კულმინაციად “კოლონიალური დაყოფის აფრიკის კონტინენტისა”,მიიჩნევა “ფასოდის კრიზისად” წოდებული კონფლიქტი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის 1898 წელს.ამ მოვლენის უმთავრეს მიზეზს სწორედ აფრიკის კონტინენტზე ბატონობა წარმოადგენდა.ფაქტიურად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ომის ზღვარზე იდგნენ,თუმცა დიპლომატიამ,საბედნიეროდ ომი თავიდან აიცილა.1902 წლისათვის აფრიკის კონტინენტის 90%-ს ევროპული იმპერიალისტური სახელმწიფოები აკონტროლებდნენ.აფრიკის სამხრეთ საჰარის ტერიტორიაზე,თვითმყოფადობა მხოლოდ ეთიოპიამ და ლიბერიამ (ამერიკის პატრონაჟის ქვეშ) შეინარჩუნა.დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოახდინა ეგვიპტის ანექსია.ხოლო “ფეზის ხელშეკრულების” თანახმად (1912 წლის 30 მარტი) განხორციელდა მაროკოს გაყოფა. (ავტორი გენია.ჯი) იტალიამ კი თურქეთთან ომის შედეგად კონტროლი დაამყარა ლიბიაზე.ისტორიული ეტაპი,სახელწოდებით “კოლონიალური დაყოფა აფრიკის კონტინენტისა”,საბოლოოდ დასრულებულ იქნა პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის 1914 წელს.