იოჰანეს მიულერი – “რეგიომონტანუსი”

იოჰანეს მიულერი დაიბადა 1436 წლის 6 ივნისს გერმანიის ქალაქ კიონინსბერგში (ბავარია).ფსევდონიმი “რეგიომონტანუსი” წარმოადგენს ლატინიზირებულ სახელს მისი მშობლიური ქალაქისა,თუმცა თავდაპირველად ფსევდონიმად იყენებდა ფილიპე მელანქტონის სახელს და ამ ფსევდონიმით წიგნიც კი გამოსცა,სახელწოდებით – “დედამიწის სფერო”.

რეგიომონტანუსი წარმოადგენდა უდიდეს გერმანელ ასტროლოგს,ასტრონომსა და მათემატიკოს XV საუკუნის არა მარტო გერმანიისა,არამედ სრულიად ევროპისას.იგი პატარაობიდანვე დაჯილდოვებული გახლდათ უნიკალური გონებით,რასაც მის მიერ 11 წლის ასაკში ლაიფციგის ცნობილ უნივერსიტეტში ჩაბარებაც მოწმობს. (ავტორი გენია.ჯი) ასე,რომ 11 წლის ჯერ კიდევ ბავშვი იოჰანესი,ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება.1450 წლის გაზაფხულზე,იგი 14 წლის ასაკში,სწავლას ავსტრიის დედაქალაქ ვენის უნივერსიტეტში აგრძელებს.15 წლის ასაკში,თავისუფალი ხელოვნების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.1453 წელს ესწრებოდა დიდი ავსტრიელი ასტრონომისა და მათემატიკოსის გეორგ პურბახის ლექციებს,რომელთანაც შემდგომ წლებში თანამშრომლობდა.1457 წლიდან ხდება მაგისტრი და თავად იწყებს ლექციების ჩატარებას ვენის უნივერსიტეტში.ამავე პერიოდში იგი იწყებს  სისტემატიურ ასტრონომიულ დაკვირვებებს.1461 წელს გაიცნო კარდინალი ბესარიონ ნიკეელი,რომელმაც იგი რომში მიავლინა,რის შედეგადაც იწყებს ძველრომაული და ძველბერძნული ხელნაწერების შესწავლას.სწორედ რეგიომონტანუსმა აღმოაჩინა გადარჩენილი ტექსტი,უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსის – დიოფანტე ალექსანდრიელის (ძვ.წ.აღ-ით III საუკუნე) ნაშრომისა “არითმეტიკა”.1464 წლიდან პადუაში იწყებს ლექციების ჩატარებას,გამოჩენილი შუააზიელი ასტრონომის ალ-ფარგანის ასტრონომიული ხედვების შესახებ.ამავე პერიოდში დაუახლოვდა ცნობილ ფერარელ ასტრონომებს,მათ შორის ჯოვანი ბიანკინის,რომელთანაც შემდგომ წლებში სხვადასხვა მეცნიერულ საკითხებზე ჰქონდა მიმოწერა.1467 წლის ზაფხულზე,რეგიომონტანუსი მიემგზავრება უნგრეთში,ეპისკოპოს იანუშ ვიტეზას მიწვევით და მოღვაწეობას იწყებს უნგრეთის მეფის მათიას I-ის სასახლის კარზე.1471 წელს ბრუნდება სამშობლოში და ქალაქ ნიუნბერგში თავის მოსწავლე ბერნჰარდ ვალტერთან ერთად აფუძნებს სამეცნიერო ტიპოგრაფიას და ერთ-ერთ პირველ ობსერვატორიას ევროპაში,საკუთარი სახლის ბაზაზე.მოგვიანებით აღნიშნული სახლი შეისყიდა გენიალურმა გერმანელმა მხატვარმა ალბრეხტ დიურერმა და დღესდღეობით აღნიშნული სახლში გახსნილია მისივე სახელობის მუზეუმი.რეგიომონტანუსის უმთავრესი ნაშრომი გახლდათ: “სამკუთხედის ყველა სახეობის შესახებ” (შექმნილი 1462-1464 წლებში).აღნიშნული ნაშრომი პირველი გახლდათ ევროპაში,სადაც ტრიგონომეტრია განიხილებოდა,როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა.გარდა მათემატიკური ნაშრომებისა,იგი აქტიურად მუშაობდა ასტრონომიუ მეცნიერებაზეც და მის მიერ 1474 წელს გამოცემული იქნა “ეფემერიდები”,სადაც მოცემული იყო ცხრილი ვარსკვლავთა კოორდინატებისა.მანვე დაწერა რამდენიმე ნაშრომი ასტრონომიული ხელსაწყოების შესახებ: უნივერსალური ასტროლაბის,მზის საათის და სხვა ხელსაწყოების შესახებ.გარდა ამისა მის კალამს მიეკუთვნება ასტროლიგიური ნაშრომებიც.მაგალითად მან პირველმა აღწერა ახალი სისტემა,ეგრეთწოდებული ასტროლოგიური სახლებისა,რომელსაც მოგვიანებით მისივე სახელი ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ნაშრომმა შეცვალა და დაამდაბლა იმ პერიოდისათვის ცნობილი ალკაბიტიუსის სისტემის პოპულარობა.თავად რეგიომონტანუსის მიერ შექმნილი სიტემა კი დღემდე ფართოდ გამოიყენება ასტროლოგიაში.იოჰანეს მიულერი “რეგიომონტანუსი” გარდაიცვალა 1476 წლის 6 ივლისს,იტალიის დედაქალაქ რომში.მისმა მოღვაწეობამ კი წარუშლელი კვალი დატოვა მათემატიკის,ასტრონომიისა და ასტროლოგიის მეცნიერებებში.