იოჰანეს ვიდმანი
იოჰანეს ვიდმანი დაიბადა,დაახლოებით 1460 წელს მდინარე ოგრჟზე მდებარე ქალაქ ხებში (ბოჰემიის ისტორიული რეგიონი.თანამედროვე ჩეხეთი).მას ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – იოჰანეს ვაიდემანი და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ გერმანელ მათემატიკოს XV საუკუნისა,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველად მათემატიკური + (პლუსის) და – (მინუსის) აღმნიშვნელი სიმბოლოების გამოყენება და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია,თუმცა ვიცით რომ 1480-იან წლებში მან დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი, (ავტორი გენია.ჯი) სადაც შემდეგ თავად დაიწყო მათემატიკის ლექტორად მუშაობა და მოგვიანებით მიანიჭეს დოცენტის ხარისხი.მისი უმთავრესი ნამუშევარი,რომელშიც პირველად იქნა გამოყენებული პლუსისა და მინუსის მათემატიკური სიმბოლოები,გახლდათგერმანულ ენაზე – “Behende und hubshe Rechenung auff Kauffmanschafft”,ქართული თარგმანით – “სწრაფი და მისაღები ანგარიში ყველა მოვაჭრისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მათემატიკური ნაშრომი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამოქვეყნებულ იქნა 1489 წელს და იგი შეიცავდა “მდიდარ” პრაქტიკულ მასალას მათემატიკისა,რომელიც შემდგომ წლებსა და საუკუნეებში დიდი ხნის მანძილზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა.იოჰანეს ვიდმანის გარდაცვალების ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია,თუმცა ზოგიერთი გერმანული წყაროს ცნობით იგი 1498 წელს ქალაქ ლაიფციგში გარდაიცვალა.