“ერგასტულა”
“ერგასტულა” ლათინურ ენაზე “Ergastulum”,მომდინარეობდა ბერძნული სიტყვის “ერგასტიდიონისაგან”,რაც ერთი ვერსიით სიტყვა-სიტყვით აღნიშნავდა “ქვის სამტეხლოს”,”სახელოსნოს”,ხოლო მეორე ვერსიით “მონის მისაბმელ ძელს”.
ძველ რომში “ერგასტულა” წარმოადგენდა ერთგვარ დასამწყვდევ,საპატიმრო ადგილს,სადაც მოთავსებული ჰყავდათ საფრთხის შემცველი,ან რაიმე დანაშაულში ბრალდებული მონები.როგორც წესი “ერგასტულა” განთავსებული იყო მიწის ქვემოთა ნაწილში. (ავტორი გენია.ჯი) ზემოთ აღნიშნული მონებისათვის ერგასტულაში,გაკეთებული იყო სპეციალური დახურული,ისეთი ფორმის ორმოები,რომლის ზომებიც იძლეოდა საშუალებას იმისა,რომ მონა რაიმე საქმით დაეკავებინათ.”ერგასტულები” ტიპიური ნაგებობებს წარმოადგენდა იმ პერიოდის მონათმფლობელებისათვის და მათი რაოდენობა ძველ რომში საკმაოდ მრავლად იყო.მოგვიანებით აღნიშნული ტერმინით მოიხსენიებდნენ პატარა ციხეებს ძველ რომში.ასეთი საშინელი სისტემის მქონე,მონათა დასაკავებელი ადგილები საბოლოოდ აკრძალულ იქნა,რომის იმპერატორის – პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანეს (76-138 წლები) მიერ მე-II საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით რომის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რამდენიმე “ერგასტულა” და ისინი ერთ-ერთ ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენენ ამ ქვეყნისათვის,შესაბამისად ამ ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი დამთვალიერებელთა ინტერესი დღემდე ძალიან დიდია.