“კოკუსი”

“კოკუსი” - შესაძლოა მოეხსენებინათ როგორც “კუნი-ნო-ცუსაკა”.იგი სიტყვა-სიტყვით იაპონურ ენაზე აღნიშნავდა “პროვინციელ ჩინოვნიკს”.იგი წარმოადგენდა თანამდებობას იაპონური პროვინციის ხელმძღვანელისა და ერთგვარად გამოხატავდა პროვინციალურ ხელისუფლებას იაპონიაში,ეგრეთწოდებული “სამართლებლივი სახელმწიფოს” არსებობის პერიოდში,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “რიცურიოს სისტემა”.აღნიშნული პერიოდი იაპონიის ისტორიაში მოიცავდა VIII-XI საუკუნეების ეპოქებს.კოკუსის ხელისუფლება შედგებოდა ჩინოვნიკთა ოთხი რანგისაგან: თავად პროვინციის ხელმძღვანელი – კამი,მისი მოადგილე – სუკე,მრჩევლები – ზე და დამხმარე – საკანა.გარდა ზემოთ აღნიშნული რანგებისა,ასევე “კოკუსის” პროვინციული მმართველობის სისტემაში მოიხსენიებდნენ ასევე კლერკებს,რომელთაც იაპონურ ენაზე – სისიოს უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მთავარი კოკუსი და რანგით დაბალი პროვინციული მმართველები,სრულიად ემორჩილებოდნენ იაპონიის ცენტრალურ ხელისუფლებას. (ავტორი გენია.ჯი) კოკუსის ადმინისტრაციას – კოკუგა ერქვა,ხოლო თავად ადმინისტრაციის განლაგების ადგილს – კოკუფუდ მოიხსენიებდნენ.აღნიშნული სისტემა “კოკუსის” ,როგორც იაპონიის საიმპერატორო პროვინციების მმართველობისა XVI საუკუნემდე არსებობდა და მოგვიანებით პროვინციების მმართველობა იაპონიაში,სამხედრო გუბერნატორის – სიუგოს ხელში გადავიდა,რომლებიც სიოგუნთა (თავდაპირველად იაპონიის იმპერიის სამხედრო წოდება,რომელთაც ჯარების სარდლებს ანიჭებდნენ) პირდაპირი წარმომადგენლები გახდნენ ამა თუ იმ პროვინციაში.