იაკობ გოგებაშვილი – “სამშობლოსა და დედა-ენის შესახებ”
“ბატონებო! მშობლიური მიწა-წყალი,მამული,მარტო ნივთიერი ფაქტორი არ გახლავთ.იგი ამასთან სულიერია,ცოცხალი არსებაა… სამშობლოს დამკარგავი ერი ვერ დაიცავს თავის არსებობას,ვერ გააგრძელებს სიცოცხლეს და თუნდაც გააგრძელოს,მაინც ყოვლად უბედური იქნება”.
“ერის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ენის განვითარებაზე.თუ ენა ერთ წერტილზეა შეჩერებული,ერის წინ მსვლელობაც მოსპობილია.თუ ენა უკან-უკან მიდის და ღატაკდება,აზროვნებაც ერისა ქვეითდება,უძლურდება,ღარიბდება.სამაგიეროდ,თუ ენა წინ მიდის,დღითი-დღე იფურჩქნება,ვითარდება,მდიდრდება ფორმებითა,ერის აზროვნებაც წელში იმართება,ძალღონეს იკრებს,აყვავების ხანა უდგება.არა უცხო ენას არ შეუძლიან გაუწიოს ერს სამშობლო ენის სამსახური,როგორც დედინაცვალს არ შეუძლიან დასდოს ბავშვს ღვიძლი დედის ამაგი.საშინელ მდგომარეობაში ვარდება ერი,როდესაც მის ენას პატივი და უფლება აქვს აყრილი და იგი იგი მას რიგიანად ვეღარ სწავლობს სკოლებში”. (ავტორი გენია.ჯი)