წმინდა მღვდელმოწამე გიორგი (ფერაძე) – “ქრისტეშობას თქმული”
“დღევანდელი დღიდან იწყება ხანა კაცობრიობის ბედნიერების და დღევანდელი დღიდან იწყება ტანჯვა და ხეტიალი ღვთისა ადამიანთა შორის, – მისი,ვინც სამშობლო დასტოვა და საყდარი ცის და გადმოვიდა ადამიანთა შორის და დადის მას შემდეგ ამ ადამიანთა შორის უსამშობლოდ და უსახლკაროდ.მიადგება ყოველი ადამიანის გულს და სთხოვს მას ბინას თავისთავის იესო ქრისტე – უსამშობლო და დევნილი,გარიყული და წამებული, – დღესაც,როგორც გოლგოთის დროს და საშუალო საუკუნოებში, – ესაა ტრაგედია ღვთიური სიტყვის,ჩავარდნილს ადამიანთა წრეში და ესაა მეორე მხრივ ბედნიერება ყოველი ადამიანის,რომელიც მიუხვდება ამას,გაუღებს ღვთიურ სიტყვას თავის გულის კარებს და გაიხდის მას თავის მეგობრად და თავის ცხოვრების თანამგზავრად”.