ბჰიმრაო რამჯი ამბედკარი – “ინდუიზმისა და ისლამის შესახებ”

ბჰიმრაო რამჯი ამბედკარი (1891-1956 წლები),წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს ავტორს “ინდოეთის კონსტიტუციისა” და ლიდერს “ხელშეუხებელთა” კასტისა.იგი გახლდათ ბუდისტი-რეფორმატორი და გამოირჩეოდა უმკაცრესი კრიტიკით ისლამისა და ინდუიზმის მიმართ.აღნიშნულ საკითხებზე ბჰიმრაოს შეხედულებებს აქვე შემოგთავაზებთ:

“ინდუსური ცივილიზაცია… გახლავთ ეშმაკისეული განზრახვის უმთავრესი მიზანი,იმისათვის რომ,ჩაახშოს და დაიმონოს კაცთა მოდგმა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ მისი ნამდვილი სახელი გახლავთ – სირცხვილი.რა უნდა თქვა იმ ცივილიზაციის შესახებ,რომელმაც შექმნა ადამიანთა ისეთი მასები,რომელთაც როგორც ადამიანებს არასოდეს ეპყრობოდნენ,თითქოს ისინი ადამიანები არც არასოდეს ყოფილიყვნენ და მითუმეტეს რა უნდა თქვა ისეთ ცივილიზაციაზე,რომელმაც შექმნა ადამიანთა ისეთი კატეგორია,რომლებზეც ხელით შეხებაც კი პიროვნების დაბინძურებად მიიჩნეოდა,მაშინ როდესაც თავად იყო ყოველივეს დამაბინძურებელი”.
 
“არ არსებობს ისეთი სიტყვა,რომელიც ზუსტად გამოხატავს დიდ და მრავალ ბოროტებას,ჩადენილს საუკუნეების მანძილზე მუსულმანი ქალის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) დღემდე აშკარად მიიჩნევა,რასაც “ყურანიც” მოწმობს,რომ ისლამი განთავისუფლებულია ადამიანთა მხრიდან ყოველგვარი მონური დამოკიდებულებისაგან და სხვადასხვა შეხედულებების მქონე კასტებისაგან.თუმცა მაშინ,როდესაც მონობა ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული ისლამურ ქვეყნებში,წყევლა რომელსაც მონობად მოვიხსენიებ,არც აკრძალული და მითუმეტეს არც დაგმობილი არ ყოფილა.პირიქით უამრავი მაგალითია იმისა,რომ ამის შემომქმედნი თავად ისინი იყვნენ.აღსანიშნავია ისიც,რომ დღეს ისლამურ ქვეყნებში მონობა აღარ არსებობს,თუმცა კასტები კვლავ უამრავია”. (ავტორი გენია.ჯი)