“დამაკვირდი”

1. „სინდისი” – კანონთა კანონია”. – ალფონსო დე ლამარტინი

* * *

2. „ისტორია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კავშირს – გარდაცვლილთა, ცოცხალთა და ჯერ კიდევ არ დაბადებულთა შორის”. – ედმუნდ ბიორკი

* * *

3. „სინდისის ქენჯნა” – წარმოადგენს იმ სიკეთის დაკარგულ ექოს, რომელიც არასოდეს გამოგიყენებია”. – ედვარდ ჯორჯ ბულვერ-ლიტონი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „ისტორიას გამარჯვებულები წერენ, სწორედ ამიტომაა რომ მასში დამარცხებულების შესახებ ბევრი არაფერი წერია”. – არტურ დრექსლერი

* * *

5. „იცხოვრო ცოლთან ერთად, ძალიან რთულია – ხოლო იცხოვრო ცოლის გარეშე შეუძლებელი”. – მარკუს პორციუს კრატონი (უმცროსი)

* * *

6. „კაცობრიობის ისტორიაში მოვა ის დრო, როდესაც ყველა პატიოსანი ადამიანი პრინციპებზე მაღლა დადგება”. – ჰიუი პირს ლონგი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „ცბიერება” – ეგოისტთა ყველაზე დიდი ტალანტია”. – ონორე გაბრიელ მირაბო

* * *

8. „უმჯობესია მოვკვდე მშიერი, ვიდრე ვიყო მონა კოლონიალიზმისა”. – სესე სეკო მობუტუ

* * *

9. „აფორიზმებში ჭეშმარიტად უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნეა ჩაქსოვილი და იგი წარმოადგენს ერთგარ მარილს ნებისმიერი ლიტერატურისათვის”. – ჯონ მორლეი

* * *

10 . „მე არა ვარ დიქტატორი. უბრალოდ სახის გამომეტყველება მაქვს ასეთი”. – აუგუსტო პინოჩეტი