გო შოუძინი

გო შოუძინი დაიბადა 1231 წელს ხინგტაიში,ხებეის პროვინციაში (ჩინეთი).იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ჩინელ ასტრონომსა და მათემატიკოსს,რომელსაც დიადი იუანის სახელმწიფოს (მონღოლოიდური სახელმწიფო,რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც ჩინეთი შეადგენდა 1271-1368 წლებში) იუანთა დინასტიის საიმპერატორო კარზე მთავარი ასტრონომის პოსტი ეკავა და შესაბამისად საკმაოდ გავლენიან ფიგურასაც წარმოადგენდა.გარდა ამისა ის უწევდა ინსპექტირებას ირიგაციონალური ნაგებობების აგებას და ამასთანავე წარმოადგენდა იუანის საიმპერატორო კარის მეცნიერთა პალატის წევრს.გო შოუძინის სახელთან არის დაკავშირებული “ჩჟოუგუნის ობსერვატორიის” დაარსება,სადაც აღმართულ იქნა 12.8 მეტრის სიმაღლის გნომონი (უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო,ვერტიკალური საგანი – “ისარი”,”სვეტი”,რომელიც მისი ჩრდილის უმოკლესი სიგრძით მზის დახრის კუთხის განსაზღვრის საშუალებას იძლევა).მანვე შექმნა 13 სახის ასტრონომიული ხელსაწყო.მათ შორის ელიპტიკური თეოდოლიტი (კუთხსაზომი იარაღი,რომელსაც იყენებენ ასტრონომიასა და გეოდეზიაში) და სხვა ასტრონომიული ხელსაწყოები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა გო შოუძინმა შეიმუშავა კკალენდარი,სახელწოდებით “შოუში ლი”,რომელიც ჩინეთში 1281 წელს იქნა შემოღებული. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კალენდრის მიხედვით წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა და ძლიერ ჩამოჰგავდა გრიგორიანულ კალენდარს.გო შოუძინი გარდაიცვალა 1316 წელს.მისმა ასტრონომიულმა და მატემატიკურმა ფორმულებმა კი უდიდესი გავლენა იქონიეს ამ შესანიშნავი მეცნიერებების განვითარებაში.