მერაბ მეტრეველი – “სასაფლაოზე”

აქ,სადაც უკვე ამქვეყნიურს არაფერს ვუფრთხი,

ჩემთვის თბილ მიწას სასოებით როცა ვემთხვევი,

სასაფლაოა ვისთვის ალბათ ყველაზე უტყვი,

მაგრამ ვისთვის კი უსასრულოდ მრავლისმეტყველი.

***

სიჭაბუკიდან თანამდევმა ეჭვებმა მღარეს,

ჩამოეშლება ჩემს სიცოცხლეს როს მუზარადი.

“იქ არ იქნება,იქ იმ უცნობ და უცხო მხარეს”

და ჰამლეტივით არ მასვენებს კითხვა მარადი.

***

როგორ გამთბარა მარმარილოს ლოდები თლილი,

როგორც ოცნება მივეახლო უფალს ღირსებით,

ირხევა სიო და მაღლიდან დამყურებს ჩრდილი

ცისკენ ლარივით აღმართული კიპარისების.