ჰუგო ფალკანდუსი
ჰუგო ფალკანდუსი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ისტორიკოს XII საუკუნისა.იგი გახლავთ ავტორი ყველასათვის ცნობილი და სკანდალური ქრონიკის,სახელწოდებით “ისტორია სიცილიელი ტირანებისა”.აღნიშნული ქრონიკები მოიცავს პერიოდს 1154-1169 წლებისა და მასში ვრცლად არის აღწერილი,განვითარებული მოვლენები სიცილიის სამეფოში,იმ პერიოდში როდესაც სიცილიის რიგით მეორე მეფე გახლდათ – ვილჰელმ I “ბოროტი” (1126-1166 წლები).გარდა ამისა ქრონიკებში მოცემულია მოვლენები,სიცილიის რიგით მესამე მეფის ვილჰელმ II “კეთილის” მცირეწლოვნობის პერიოდისა. (ავტორი გენია.ჯი) ჰუგო ფალკანდუსმა,მის მიერ დაწერილ ისტორიულ ქრონიკაში,მკაფიოდ ასახა და ყურადღების კონცენტრირება გაამახვილა,იმ მიმდინარე ინტრიგებზე და სკანდალურ ატმოსფეროზე,რომლითაც ფართოდ გახლდათ გაჟღენთილი სიცილიის სამეფო კარი.ჰუგომ საკმაოდ უარყოფითი კუთხით წარმოაჩინა არა მარტო სახელმწიფო მოხელეთა უმეტესობა,არამედ სასულიერო პირთა საკმაოდ გავლენიანი ნაწილიც.კერძოდ საერო პირებიდან,თავიანთი უარყოფითი თვისებებით მან გამოყო,თავად მეფე სიცილიისა ვილჰელმ I “ბოროტი”,მისი მეუღლე და დედოფალი მარგარეტ ნავარელი,პირველი მინისტრი და ფაქტიური მმართველი სიცილიის სამეფოსი მაიო ბარელი,მატეო ბონელუსი,სტეფან დიუ პერში და სხვა საერო პირები. (ავტორი გენია.ჯი) რაც შეეხება სასულიერო პირებს,რომლებიც ჰუგოს მიერ იქნა აღწერილი ქრონიკაში უარყოფითი კუთხით,ასეთები გახლდნენ პალერმოს არქიეპისკოპოსი,წარმომავლობით ინგლისელი – უოლტერ მილი და სირაკუზის ეპისკოპოსი,წარმომავლობით ინგლისელი – რიჩარდ პალმერი.ჰუგოსვე ეკუთვნის ისტორია ვილჰელმის მიერ საკუთარი უფროსი ვაჟის – როჟერის მკვლელობისა,რომელიც მკვლელობის დროს, მხოლოდ 9 წლის იყო.მიზეზი კი ამისა ვილჰელმის მიერ როჟერის დადანაშაულება გახლდათ შეთქმულებაში,საკუთარი მამის წინააღმდეგ.მისი მოკვლის შემდეგ,ვილჰელმმა საერთოდ აკრძალა როჟერის სახელის ხსენება და იგი სამუდამოდ იქნა დავიწყებული.